საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. გამოკითხვის თანახმად, პოლონეთის მოსახლეობის უმრავლესი ნაწილი - კვლევის მონაწილეთა 65% -ზე მეტი - პოლონეთის გათავისუფლებისთვის წითელი არმიის მადლიერია, და მხოლოდ 27% -მა უპასუხა უარყოფითად. დანარჩენ 8% -ს გაუჭირდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. გამოკითხვა ჩატარდა 2020 წლის 6 – დან 11 ოქტომბრამდე Sputnik News– ისთვის, უძველესი ფრანგული კომპანია IFop– ის მიერ, რომელიც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვითაა დაკავებული. კვლევაში მონაწილეობდა 18 წელზე უფროსი ასაკის 1000 რესპონდენტი. მაქსიმალური ცდომილება შეადგენს +/- 3.1%-ს, 95%-ის ალბათობით.
ბოლო წლების განმავლობაში პოლონეთში განადგურდა ქვეყნის გათავისუფლებისთვის დაღუპული წითელარმიელებისადმი მიძღვნილი ასობით ძეგლი. 2017 წლის ზაფხულში პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ხელი მოაწერა შენობების, ობიექტებისა და საზოგადოებრივი სარგებლობის შენობების სახელწოდებებში კომუნიზმის ან სხვა რომელიმე ტოტალიტარული წყობის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას. კანონი, სხვა საკითხებთან ერთად, საბჭოთა ძეგლების დანგრევასაც ითვალისწინებს. პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის შეფასებით, რომელიც პასუხისმგებელია მემორიალურ სამუშაოებზე, დეკომუნიზაციის შესახებ კანონი წითელი არმიის 230-მდე ძეგლს შეეხება.
პოლონეთის გათავისუფლებისას 600 ათასზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცი დაიღუპა, ასევე ნაცისტებმა დაახლოებით 700 ათასი საბჭოთა სამხედრო ტყვე დახოცეს. რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა ისტორიის გადაწერას ცდილობს. გასული წლის დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ისინი, კერძოდ, პოლონეთი, ფაშისტურ გერმანიას შეეკრა, რუსეთს ხელთ აქვს დოკუმენტები, თუ როგორ აწარმოებდნენ შეთქმულები მოლაპარაკებებს. რუსი პოლიტიკოსების აზრით, ევროპა მზად არ არის აღიაროს თავისი ისტორიის ეს ნაწილი. პუტინმა განაცხადა, რომ რფ ვალდებულია უზრუნველყოს სიმართლის შემონახვა დიდი სამამულო ომის შესახებ და შეეწინააღმდეგოს ისტორიის გაყალბების მცდელობებს.
ექსპერტის მოსაზრება
ექსპერტი არნო ხიდირბეგიშვილი თვლის, რომ წითელ არმიას მთელ მსოფლიოში ყველა უნდა ემადლიერებოდეს. ”მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ნებისმიერი ნორმალური მოქალაქე უნდა განიცდიდეს მადლიერებას წითელი არმიის მიმართ, რომელშიც ყოფილი სსრკ-ის ყველა ხალხი იბრძოდა ფაშიზმის წინააღმდეგ, რადგან ფაშიზმი ემუქრებოდა არა მარტო საბჭოთა კავშირს, არა მარტო პოლონეთს, არამედ მთელ მსოფლიოს, - განაცხადა ხიდირბეგიშვილმა Sputnik Georgia– სთან ინტერვიუში, - თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, არსებობს არაადექვატური ადამიანების კატეგორია, რომელთათვისაც ბოდიშის მოხდა ანდა მადლიერების გამოხატვა მათ ძალ-ღონეს აღემატება, ამიტომაც პასუხობენ სიკეთეზე საშინელი უმადურობით!”.
ხიდირბეგიშვილმა ამ კატეგორიას მიაკუთვნა პოლონეთის, უკრაინის, ბალტიისპირეთისა და მსგავსი ქვეყნების ხელისუფლება, რომლებმაც სსრკ - ფაშისტურ გერმანიას, სტალინი - ჰიტლერს გაუთანაბრა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ გამოკითხვის უარეს შედეგებს ელოდა. ”მეგონა, კვლევის შედეგები გაცილებით უარესი იქნებოდა. ისინი კი მოწმობს, რომ უხვად დაფინანსებულმა დასავლურმა პროპაგანდამ ტოტალურად მაინც ვერ შეძლო პოლონეთის მოსახლეობის გაბრიყვება, რომელსაც ახსოვს რუსი მებრძოლი-გამათავისუფლებლის როლი!”- თქვა ხირბეგიშვილმა.
ამავდროულად, ექსპერტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის, რაც პოლონეთში ხდება, არის მწვავე ანტირუსული კამპანია, რომელიც დღეს არ დაწყებულა და გაძლიერდა, დიადი გამარჯვების 75 წლის იუბილის მოახლოებასთან ერთად. ”მიუხედავად ამისა, მთელი ამ წლებს უშედეგოდ არ ჩაუვლია. დაზომბებული ახალგაზრდა თაობა, რომელიც გაიზარდა გაყალბებულ სახელმძღვანელოებზე და ცრუ ფილმებზე, ამას დაემატა მძლავრი რუსოფობიური კამპანია მედიაში, ძეგლების აღება, ისტორიის გადაწერა, აშკარა ფაქტების გაყალბება, ტოტალური დეზინფორმაცია პოლიტიკანებისა და სინდის-ნამუს გაყიდული ექსპერტების მხრიდან - რას უნდა ველოდოთ ანტირუსული სულისკვეთებით აღმოცენებული ბავშვებისგან?!“, - განაცხადა ხიდირბეგიშვილმა, რომელმაც შეგვახსენა, რომ პოლონელებისა და უკრაინელების საგრძნობი ნაწილი ფაშისტების მხარეს იბრძოდა.
”აი რატომ ხდება დღეს ეს უმსგავსობა - ჩვენ 75 წელი ვდუმდით, მერე გვეშინოდა და თავს ყრუმუნჯებად ვიკატუნებდით, ვერიდებოდით სიმართლის თქმასა და წარსულის ქექვას, ვიყავით პოლიტიკორექტულები და ვხელმძღვანელობდით „უმაღლესი მიზნებით“ - შეგვენარჩუნებინა მყიფე მშვიდობა! ჩვენ შვილებს დავუმალეთ, რომ წითელ არმიას, რომელმაც დიადი გამარჯვება მოიპოვა, უმაღლესი მთავარსარდალი ჰყავდა!”, - ამბობს ხიდირბეგიშვილი და აღნიშნავს, რომ დასავლეთი ახორციელებს საკუთარ მიზნებს, რომელთაგან ერთ-ერთი თაობების მემკვიდრეობითობის განადგურებაა.
”დასავლური პროპაგანდის მთავარი მიზანი ყოველთვის მიმართული იყო მთავარისკენ - შეეწყვიტა თაობების მემკვიდრეობითობა. ანუ, ჩვენი შვილებისთვის დაენახვებინა, რომ მათი ბაბუები იბრძოდნენ უსამართლო საქმისთვის, ფუჭად დაიღუპნენ, იყვნენ მონები „ხალხთა ციხეში“ - სსრკ-ში, იყვნენ დაკომპლექსებული კომუნისტები და, შესაბამისად, ისინი, რა თქმა უნდა, არ უნდა გაანადგურონ, მაგრამ საყოველთაოდ შეარცხვინონ, ხოლო დიდ სამამულო ომში დიადი გამარჯვების დღის აღნიშვნა მკრეხელურია!”- თქვა ხიდირბეგიშვილმა.
ექსპერტმა განმარტა, თუ რატომ უშლის ხელს სსრკ-ს გამარჯვება დიდ სამამულო ომში, დასავლეთის პროპაგანდას. ”დიადი გამარჯვება არის ჩვენი ხალხების ერთიანობის მთავარი სიმბოლო. შეუძლებელია ასეთი ერთიანობის, ასეთი ეტალონის მაგალითის გამოძებნა, როდესაც საბჭოთა კავშირის ყველა ხალხი აღდგა, როგორც ერთი, მხარდამხარ! პატარა საქართველომ ფრონტზე გაგაზავნა 700 ათასი თავისი მკვიდრი, რომელთა ნახევარი შინ არ დაბრუნებულა, დაივიწყა ეროვნული განსხვავებანი, თავი შესწირა გამარჯვებას! რუსები, ქართველები, ყველა სხვა, არავინ დაფიქრებულა - მოსკოვი უნდა დაეცვათ თუ თბილისი, კიევი თუ ვარშავა ... რა თქმა უნდა, რუსმა ხალხმა მაშინ მთავარი დარტყმა, მთავარი სიმძიმე საკუთარ თავზე აიღო, მაგრამ, ქართველებიც, აზერბაიჯანელებიც, სომხებიც, ბელორუსებიც - ყველა იბრძოდა და იღუპებოდა სამშობლოდან მოშორებით! იღუპებოდნენ პოლონეთისთვის, უკრაინისთვის, იმავე გერმანიისთვის, რათა გერმანელებს დღეს ბედნიერად ეცხოვრათ! დღეს კი საეჭვოა ბევრმა საკუთარი სამშობლოც კი დაიცვას, ისინი 100-ჯერ დაფიქრდებიან - სჭირდებათ ეს, თუ არა?”, - თქვა ხიდირბეგიშვილმა.
”და ვეტერანების ამქვეყნიდან წასვლის კვალდაკვალ, როდესაც ცოცხლები სულ უფრო და უფრო ნაკლები რჩებიან და დღეს ეს ლეგენდარული გმირები ღრმად პატივსაცემ ასაკში - თითებზე ჩამოსათვლელი დარჩნენ, ნეოფაშიზმმა და ნაციონალიზმმა თავი წამოყვეს. აი რატომ იყო, რომ საბჭოთა პერიოდში, სსრკ-ის დროს, სანამ მათი უმრავლესობა აქტიური და საღ-სალამათი იყო, ეთეთნიკური და ტერიტორიული კონფლიქტები აბსოლუტურად გამორიცხული იყო!”, - მიიჩნევს ექსპერტი.