საზოგადოება
საქინფორმი: მაფიოზი თუ ბოზი? - ვანო მერაბიშვილი თავისუფლებაზე დიდხანს ვერ დაჰყოფს

 საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. შოუ ისე დასრულდა, რომ არც დაწყებულა - ციხესთან შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის და გარკვეული პერიოდის განმავლობაში სააკაშვილის რეჟიმის პრემიერ-მინისტრის - ვანო მერაბიშვილის ბობოქარი დახვედრა, რომელიც მისმა ფანატმა - ძველმა ნაცანალებმა მოაწყვეს, სულ რამდენიმე საათში ჩაიფუშა. პრეზიდენტი სააკაშვილის ყველა დანაშაულებრივი დავალების, მასობრივი მკვლელობებისა და წამების მთავარ შემსრულებელთან თანამშრომლობა არა მარტო მისმა ბევრმა ყოფილმა თანაპარტიელმა, არამედ ხაზარაძე-ნათელაშვილმაც კი არ მოისურვეს.

ოდესღაც ორი გვამის როგორც „ტვიქსის“ ისევე იოლად შემკვეთი მაგრად ცდება, თუ თვლის, რომ ციხეში გატარებული 6 წელი და 9 თვე მისთვის ინდულგენციაა ყველა ჩადენილი დანაშაულისთვის! დღეს მეტრუპე მერაბიშვილი აშკარად არაადექვატურია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ციხის კარს ჯერაც არგაცდენილი, არ ჩაიდენდა ახალ დანაშაულს, იმის საჯაროდ განცხადებით, რომ მალე დაამხობს მოქმედ ხელისუფლებას! უდელ ვანოს აშკარად დაავიწყდა, რომ სასამართლო წარმოებაში კიდევ ორი ​​საქმეა - „იმედის“და 11 ნოემბრის აქციის დარბევა - მისი მეთაურობის უპრეცედენტო სისასტიკით ჩატარებული სადამსჯელო ოპერაციები! მეხსიერება აშკარად ღალატობს მერაბიშბილს მაშინაც, როდესაც აცხადებს - ციხეში 9 წელი და 6 თვე გავატარეო!

მაქსიმუმი, რისი უნარიც შესწევს ოდესღაც მინისტრ - მაფიოზს - ესაა ჩლუნგი ზონდერების ხელით ბინძური ხრიკების მოწყობა - ცემა, საბოტაჟი და ცეცხლის წაკიდება. და ესეც საეჭვოა: როგორც არ უნდა არეოდა მერაბიშვილს რამსები, მას უდავოდ ახსოვს, რომ ხელისუფლებას მასზე მომაკვდინებელი კომპრომატი აქვს: ეს ხომ მან გადასცა (ან დიდ ფულად მიჰყიდა) 2011 წელს ბიძინა ივანიშვილის პარტიას, რომელიც ძალაუფლებისკენ ისწრაფვოდა, ციხეებში გადაღებული ათასობით ვიდეოფაილი, სადაც ასახულია პატიმართა საშინელი წამება, რამაც მთავარი როლი შეასრულა სააკაშვილის რეჟიმის დამხობაში!

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ბოზი ვანო ან უბრალოდ გაათამაშებს ახალ სპექტაკლს კამერების წინ, ანდა, თუ საბოლოოდ დაკარგა რეალობის შეგრძნება, კამერას მალე დაუბრუნდება.

საქინფორმის რედაქცია