უცხოეთი
თურქეთში ბოლო 24 საათის მანძილზე ორი მიწისძვრა მოხდა

 საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. თურქეთის დასავლეთ ნაწილში, მუღლას პროვინციაში 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აღსანიშნავია, რომ ეს ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში მეორე მიწისძვრაა. რამდენიმე საათით ადრე მინისაში 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რასაც 41 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

interpressnews.ge