საზოგადოება
არნო ხიდირბეგიშვილი საქართველოს მეფე ბიძინა პირველს დაბადების დღეს ულოცავს

 საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი.

დღეს ბიძინ ივანიშვილ 64 წელი შეუსრულდა, რასაც მას საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი ულოცავს.

”ბიძინა გრიგორის ძევ!

თქვენთვის დაბადების დღის მოლოცვა ძალიან იოლია, რადგან იმის ლომის წილი, რასაც ასეთ დროს უსურვებენ ხოლმე - ფული, ბედნიერება, სიყვარული, ჯანმრთელობა და წარმატება - უხვად გაქვთ! ასევე მდიდარი ხართ მტრებით, რომელთა უმეტესობაც თავად შექმენით.

ესენი ის უხეირო ადამიანები არიან, რომლებსაც თქვენ პრეზიდენტებად და პრემიერებად, მინისტრებად და პარლამენტარებად ნიშნავდით - დღეს ისინი თქვენს წინააღმდეგ გაერთიანდნენ!

ესაა სააკაშვილი და მისი გუნდი, რომლებიც თქვენ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, არ დაისაჯეთ ჩადენილი დანაშაულისთვის - დღეს ისინი თქვენს წინააღმდეგ გაერთიანდნენ!

ესენი არიან ამერიკელი კონგრესმენები და ევროპელი პარლამენტარები, რომლებიც სააკაშვილს "დემოკრატიის შუქურას" უწოდებდნენ მანამდე, სანამ თქვენი წყალობით, მსოფლიომ არ შეიტყო ათასობით ვიდეოს შესახებ, რომლებიც ასახავდნენ არაადამიანურ წამებებს ნაცრეჟიმის მმართველობის დროს!

დღეს ყველა ეს ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსი გაერთიანდნენ თქვენს წინააღმდეგ, თქვენ კი არ გყავთ არცერთი თანამოაზრე - პოლიტიკოსი, პოლიტოლოგი ან ჟურნალისტი, ვინც გაბედავდა მათ დაოკებას და ჰკითხავდა - კვლავინდებურად მიაჩნიათ სააკაშვილი "დემოკრატიის შუქურად"? თუ არა, მაშინ რატომ უჭერენ მხარს უწინდებურად მის პარტიას, ბოდიშის მოხდისა და დადუმების ნაცვლად?! და როგორ ექცევიან მათ სამშობლოში, აშშ-სა და ევროპაში, ჯალათებს, მკველელბსა და განსაკუთრებით დიდიოდენობით სახელმწიფო სახსრების დამტაცებლებს?

ბიძინა გრიგორის ძევ!

64 წელი მშვენიერი ასაკია შუალედური შეჯამებისა და მომავლის გეგმების დასახვისთვის. ქართველი ხალხი ყოველთვის მადლიერი დაგრჩებათ სააკაშვილის საშინელი რეჟიმის ლიკვიდაციისთვის, და არაფერია ცუდი იმაში, რომ მეფეს გიწოდებთ - ქართველ ხალხს ყოველთვის უყვარდა თავისი მეფეები და გულის სიღრმეში მუდამ მიდრეკილია კონსტიტუციური მონარქიის, როგორც საქართველოში მმართველობის ყველაზე მისაღები ფორმისკენ.

ამიტომ, გისურვებთ, ალბათ, ერთადერთს, რაც ბოლო ხანს ძალიან გაკლიათ თქვენ და თქვენს "ვეზირებს" მმართველ პარტიიდან: დაუბრუნდით ხალხს, როგორც ეს იყო 2011 - 2012 წლებში! არა, არა იმ მუქთამჭამელებს, რომლებიც იმედოვნებდნენ, რომ თქვენ მათ ფულს დაურიგებდით, და არა იმ გამყიდველ ქართველ ინტელიგენციას, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში თქვენს კმაყოფაზე იყო და რომელიც დღეს თქვენს წინააღმდეგ გაერთიანდა!

დაუბრუნდით ქართველი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას, რომელსაც თქვენგან ძალიან ცოტა რამ სურს - შერიგება რუსებთან, აფხაზებთან, ოსებთან და სამუშაო! და რომ საქართველო ქართველთა ქვეყნად დარჩეს და არ იქცე ეგზოტიკურ ჰოსტელიადა და ისტორიულ მუზეუმად უცხოელი ტურისტებისთვის ... ”.