პოლიტიკა
ხიდირბეგიშვილი - რუსეთის ტერიტორიების გასხვისების აკრძალვის იდეაზე: ჩვენსას არ დაგითმობთ, სხვისა - არ გვინდა (SPUTNIK)

     ქართველი პოლიტოლოგი და პუბლიცისტი, საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი თვლის, რომ რფ-ის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები ტერიტორიების გასხვისების აკრძალვასთან დაკავშირებით, რევოლუციური ნაბიჯია.

რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, კონსტიტუციის შესწორების სამუშაო ჯგუფის წევრებთან შეხვედრაზე, მხარი დაუჭირა ოლეგ ტაბაკოვის მოსკოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ვლადიმერ მაშკოვის იდეას, რომ კონსტიტუციით გამყარდეს რუსეთის ტერიტორიების გასხვისების აკრძალვა.

თუ ეს რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაში შევა, ძალიან სწორი იქნება, რადგან ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ყირიმის, კურილიკუნძულებისდა სხვა ტერიტორიების თაობაზე ყველა ინსინუაცია. რაკიღა ეს იქნება ჩანაწერი ქვეყნის ძირითად კანონში, ჩვენი დასავლელი პარტნიორები და ”მეგობრები”, ბრჭყალებში და მის გარეშე, მიხვდებიან, რომ ამ თემაზე შემდგომი საუბარი უბრალოდ უადგილოა - კონსტიტუციას მუდმივად არავინ გადააკეთებს მათი მოთხოვნების გამო!”,- განაცხადა ხიდირბეგიშვილმა Sputnik– თან ინტერვიუში.

პოლიტოლოგის აზრით, ამგვარი ცვლილებების შემოღება რევოლუციური ნაბიჯია, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ წერტილს დაუსვამს საკამათო საკითხებს: რუსეთის ფედერაციის საზღვრები არამარტო მოხაზული იქნება, არამედ გასული საუკუნის და მის მიღმა არსებული ყველა ტერიტორიული პრეტენზია ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება. „ამით მოსკოვი მოახდენს დემონსტრირებას - აი ეს არის რუსული მიწა, აქედან აქამდე, ჩვენ მას არავის დავუთმობთ, მაგრამ არც სხვისი გვინდა! - აღნიშნა ქართველმა პოლიტოლოგმა, - ეს ერთბაშად შეაჩერებს ზოგიერთი პოლიტიკოსისდა მედიის ისტერიულ მპანიას, რომ რუსეთი ვინმეზე თავდასხმასა და სხვის ტერიტორიის ხელში ჩაგდებააპირებს”.

და თუ ვინმეს ეჭვი შეეპარება, ახლა ძალიან კარგი ტენდენცია დაიწყო, რუსეთის ფედერაციაში ასეთი ტრენდია - გაასაჯაროონ დიდი სამამულო ომის საიდუმლო დოკუმენტები. ვფიქრობ, რუსეთის იმპერიის დროინდელი სხვა დოკუმენტების გასაჯაროებაც შეიძლება. არა მხოლოდ საიდუმლო გრიფის მოხსნა, არამედ გამოქვეყნება!”, დასძინა ხიდირბეგიშვილმა.