სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზების ბრალდებით დაკავებული ისრაელის ორი მოქალაქის საქმეზე განაჩენის გამოტანა, რომელიც 30 მარტს იგეგმებოდა, 1 აპრილისთვის გადაიდო.
როგორც სასამართლო სხდომის მდივანმა განაცხადა, დღეს დაგეგმილი განაჩენის გამოცხადება მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.როგორც უკვე იუწყებოდა საქინფორმი, ორშაბათს სასამართლომ ორივე განსასჯელის – რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკიელის – საბოლოო სიტყვა მოისმინა. მათ კიდევ ერთხელ უარყვეს წაყენებული ბრალდებები. ფუქსის განცხადებით, იგი საქართველოს ხელისუფლების მიერ დაგებული მახის მსხვერპლი გახდა, რომლის მიზანიც იყო, აეძულებინათ ბიზნესმენი, უარი ეთქვა იმ 98.1 მილიონ აშშ დოლარზე, რომელიც მან საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში მოუგო.