უცხოეთი
ირანის პრეზიდენტი - ირანი ზეწოლის ქვეშ აშშ-სთან მოლაპარაკებებს არასოდეს გამართავს - აშშ-ის ზეწოლა მარცხისთვის არის განწირული

 საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. ირანი ზეწოლის ქვეშ არასოდეს გამართავს მოლაპარაკებებს აშშ-სთან, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას „როიტერსი" ავრცელებს.

„ირანი არასდროს გამართავს მოლაპარაკებებს ზეწოლის ქვეშ... ჩვენ არასდროს დავემორჩილებით აშშ-ის ზეწოლას და ჩვენ არ გავმართავთ მოლაპარაკებებს სუსტის პოზიციიდან. ირანის მიმართ ამერიკის მაქსიმალური ზეწოლა მარცხისთვის არის განწირული“, - განაცხადა ჰასან როჰანიმ.

მან აქვე აღნიშნა, რომ სიმშვიდისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში და სპარსეთის ყურეში ირანის დახმარების გარეშე, შეუძლებელია.

interpressnews.ge