სამართალი
მადლიერნი ვართ, რომ მაიკ პომპეო რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს გვერდით დგას - დავით ზალკალიანი

 საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. საგარეო უწყების ხელმძღვანელი დავით ზალკალიანი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს მადლობას უხდის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვილისას საქართველოს მხარდაჭერისთვის.

ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე წერს.

მადლიერნი ვართ სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მიმართ, რომელიც დგას საქართველოს გვერდით რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციისა და საქართველოს დასავლეთში ინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდასთან ბრძოლაში. მე ვაფასებ აშშ-ს წვლილს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და საქართველოსნაირ მოკავშირეებთან მტკიცე ურთიერთობების შენარჩუნების კუთხით“, - აღნიშნავს დავით ზალკალიანი.

მაიკ პომპეომ მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას განაგრძობს.