რელიგია
შემთხვევითი არ არის, რომ მთელ მსოფლიოს მოდებული სენი ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში არაა - ილია მეორე

 საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა.

პატრიარქმა მრევლს მირქმის დღესასწაული მიულოცა და კორონავირუსის ეპიდემიაზეც ისაუბრა. ილია მეორემ აღნიშნა, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, რის გამოც მსგავსი დაავადებები საქართველოში არ შემოდის.

გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს, მირქმას. ეს იმდენად დიდი დღესასწაულია, რომ წმინდა მამები ამბობენ, აღდგომის ტოლია. აღდგომა, სულიერი აღდგომა მოგმადლოთ უფალმა. დღეს არის შეხვედრა ძველი და ახალი აღთქმის. დღეს არის შეხვედრა და განახლება ერისა. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, ღმერთმა ინებოს, რომ მომზადებული შევხვდეთ მაცხოვრის მეორედ მოსვლას.

საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია. უფალმა ინება, რომ საქართველო ყოფილიყო წილხვედრი. ეს ღვთის განგებაა და შემთხვევითი არაა, რომ ის სენი, რომელიც მოედო მთელს მსოფლიოს, საქართველოში არ არის“, - ბრძანა ილია მეორემ.