საზოგადოება
ევროპარლამენტარებსა და ამერიკელ კონგრესმენებს სურთ, რომ „საქართველოს ცუდი და სუსტი ოპოზიცია არ გაქრეს“, ამიტომ ხელისუფლებას არჩევნების ცოტა გაყალბებას სთავაზობენ?!

 საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. „ჩვენი მეგობრების სურვილია, რომ ოპოზიცია არ გაქრეს. ცუდია, მაგრამ ოპოზიცია უნდა არსებობდეს. აქედან გამომდინარე მოგვიწოდებენ, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შედგეს დიალოგი და დისკუსია და ამას ეფუძნება ჩვენი შეთავაზებაც 100/50 მოდელის თაობაზე. ეს არის მოდელი, რომელიც ამ სუსტი ოპოზიციის არსებობასა და შენარჩუნებას უზრუნველყოფს!“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შესაბამისად მათი პოზიცია არის ასეთი, რაც ერთი შეხედვით შეიძლება ცოტა მძიმე მოსასმენი იყოს: კი ბატონო, არის ცუდი ოპოზიცია, მძიმე წარსულით, მძიმე რეპუტაციით, მაგრამ უნდა იყოს ასეთი ოპოზიცია, რადგან მათ იციან, რომ ვერ შექმნიან ახალ ოპოზიციას საქართველოში, ჩვენც იცით, რომ ხელოვნურად არ ვერევით ოპოზიციის შექმნის პროცესში. ამიტომ ეს არის მათი ერთგვარი დამოკიდებულება და მოწოდება: კი, ცუდია ეს ოპოზიცია, ცუდია „ნაციონალური მოძრაობა“, ძალიან მძიმე რეპუტაცია აქვს, მაგრამ იქნებ გაუფრთხილდეთ და ეს სუსტი ოპოზიცია იქნებ რაღაცნაირად საკუთარი მხრებით ათრიოთ!",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.