საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. იმისდა მიუხედავად, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ამჟამად ფედერაციის საბჭოს სენატორი გრიგორი კარასინი მრავალი წლის განმავლობაში წარმოადგენდა რუსეთს საქართველოსთან ჰუმანიტარულ მოლაპარაკებებში პრაღის ფორმატით, არ უნდა ველოდოთ, რომ საქართველო მას ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მორიგ სხდომაში რუსეთის მხარის მონაწილედ მიიღებს. ამის შესახებ "ვესტნიკ კავკაზას" კორესპონდენტთან ინტერვიუში, პრაღის მოლაპარაკებებში კარასინის მრავალწლიანმა მუდმივმა პარტნიორმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.
"არა, ჩვენ არ ველოდებით კარასინს თბილისში. მიუხედავად იმისა, რომ მე პრაღაში მასთან შეხვედრებს ვაგრძელებ. კარასინი ახლა ფედერაციის საბჭოში მუშაობს და არა საგარეო საქმეთა სამინისტროში. შესაბამისად, მისი საკითხი არ დამდგარა", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ გრიგორი კარასინმა უწინ განაცხადა რუსეთის დელეგაციის აუცილებელი მონაწილეობის შესახებ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში. ამასთან, მას არ დაუზუსტებია, ვინ მიიღებს მონაწილეობას ამ ღონისძიებაში, და ამ საკითხს „საღვთისმეტყველო“უწოდა.