საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი.
ბატონო თბილისის მერო!
ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის დროიდან საქართველოში გავრცელებული ტრადიციის მიხედვით, საქართველოს მოქმედი ხელისუფლების დამხობის ყველა მცდელობას თან ახლდა საბოტაჟი და სხვადასხვა უბედურება თბილისში.
სამწუხაროდ, ბოლო ხანებში თბილისის სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრებში მასშტაბური ხანძრების სერია გამოუძიებელი დარჩა, თუმცა საქინფორმმა თავის პუბლიკაციებში არაერთხელ გააფრთხილა ხელისუფლება, რომ საქმე გვაქვს „ნაცმოძრაობის“ მიერ კარგად ორგანიზებულ პროვოკაციასთან, რომელიც მიზნად ისახავს „ქართული ოცნების“ მიმართ ხალხის რისხვის გამოწვევასა და საქართველოში სააკაშვილის დაბრუნებას.
გატყობინებთ, რომ დღეს თბილისში ისევ საბოტაჟი დაიწყო და, სამწუხაროდ, თბილისის მერიის „ცხელი ხაზი“, ასევე სხვა საქალაქო სამსახურები დაუდევრად და ცინიკურადაც კი ეკიდებიან ჩვენს სიგნალებს.
ბატონო კახი!
საქინფორმი არ მოიყვანს ამ წერილში ყველა ფაქტს და გთხოვთ მხოლოდ ერთ-ერთი ბოლო ფაქტის გამოძიებას.
ამ ზამთრის ყველაზე ცივ დღეს, როდესაც თბილისში ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაეცა ნულს ქვემოთ, საღამოს, თბილისის ყოფილი მერის, ხაზინის ქურდი გიგი უგულავას დაკავების შემდეგ, ჩუღურეთის რაიონში გამორთეს ელექტროენერგია და მხოლოდ დილით მისცეს. ეს ფაქტი შეიძლება უბრალო დამთხვევად ჩაითვალოს, იმავე ჩუღურეთის რაიონში ყველა მომდევნო დღეებში დენი კიდევ 8-ჯერ რომ არ გამორთულიყო!
ამრიგად, სააკაშვილის პარტიის წევრებმა, რომლებითაც ჯერ კიდევ დაკომპლექტებულია ყველა საქალაქო სამსახური, გააპროტესტეს თქვენი წინამორბედის დაკავება, რომელსაც ურთიერთმომგებიანი კორუფციული გარიგებები ჰქონდა ყველა საქალაქო სამსახურისა და კომპანიის ხელმძღვანელებთან. ამავდროულად, მესაბოტაჟეებმა გამოიწვიეს მოსახლეობაში უკმაყოფილება მოქმედი ხელისუფლებითა და პირადად, თქვენით: ”კვლავ შევარდნაძის ბნელი დრო დაბრუნდნენ, როდესაც ქუჩაში საბურავებს წვავდნენ! სააკაშვილის დროს შუქს არასოდეს თიშავდნენ და თუ ვინმე გაბედავდა, მაშინვე ციხეში ამოჰყოფდა თავს!” - აი რას ამბობენ დღეს ჩუღურეთელები.
რით გაუთბობთ გულს სიბნელითა და სიცივით დატანჯულ დედაქალაქის მოსახლეობას, მათ შორის ავადმყოფებსა და მოხუცებს? რით დაამშვიდებთ ჩუღურეთელებს, რომლებსაც ძვირადღირებული ელექტროაპარატურა გაუფუჭდათ იმის გამო, რომ ზოგჯერ დენს წამიერად იძლეოდნენ და ისევ თიშავდნენ და ასე განმეორდა ბევრჯერ?!
წინასწარ გაცნობებთ, რომ თელასის, ასევე ამ სამსახურების ცნობათა ბიუროს მიერ გამოგზავნილი SMS- ები იტყობინებოდნენ ცრუ, სინამდვილის შეუსაბამო ინფორმაციას, რაც ჩვენმა ჟურნალისტებმა გადაამოწმეს.
საქინფორმის რედაქცია