დღეს პარლამენტი საბიუჯეტო ცვლილებების განხილვას იწყებს. 2011 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები 11 მილიონი ლარით იზრდება. აღნიშნული თანხიდან 8 მლნ 600 ათასი ლარი ტურიზმის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის ღონისძიებების დასაფინანსებლად გამოიყოფა.
15 მილიონი ლარით იზრდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებები სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის დასაფინანსებლად.
9 მილიონი ლარით იზრდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტიც.
ასევე, დამატებით 2 მლნ 100 ათასი ლარი გამოიყოფა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების დაცვის ხარჯების დასაფინანსებლად.
ამ და სხვა ცვლილებების გათვალისწინებით მთლიანობაში სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები 230 185,4 ათასი ლარით იზრდება.