აქტუალური
თუ ზურაბიშვილს სურს დიალოგის ხელშეწყობა, ამისთვის კონკრეტული ინსტრუმენტი გააჩნია, ესაა უსამართლოდ დაპატიმრებული გიგი უგულავას შეწყალება - დავით ბაქრაძე

 საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. თუ ქალბატონ ზურაბიშვილს სურს დიალოგის ხელშეწყობა, ამისთვის მას კონკრეტული ინსტრუმენტი გააჩნია, ესაა უსამართლოდ დაპატიმრებული გიგი უგულავას შეწყალება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

როგორც დავით ბაქრაძე აცხადებს, პოლიტიკური დიალოგის და კომპრომისების გზა „ქართულმა ოცნებამ“ გიგი უგულავას დაპატიმრებით მოკლა.

ამიტომ თუ ქალბატონ ზურაბიშვილს სურს დიალოგის ხელშეწყობა, მას ამისთვის გააჩნია კონკრეტული ინსტრუმენტი. ეს არის უსამართლოდ, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული გიგი უგულავას შეწყალება, რითაც ის თავიდან აგვაცილებს იმ უმძიმეს დარტყმას, რომელიც ხელისუფლებამ მიაყენა საქართველოს ინტერესებსაც და დიალოგის პროცესსაც. თუ ის ამას არ აკეთებს და ამისთვის მზად არ არის, მაშინ, თავი დაანებოს პოლიტიკურ კეკლუცობას, ფარისევლობას და მოწოდებებს. ან ჩაერთოს სრულფასოვნად პროცესში როგორც პრეზიდენტი და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები პროცესის ხელშესაწყობად ან დაანებოს თავი კეკლუცობას და ბოლომდე მიხედოს ანტიკვარულ ირანულ მამლებს“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დიალოგის გაგრძელების თაობაზე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატების განცხადებებს ეხმაურება.

სალომე ზურაბიშვილი დაუკავშირდება დიალოგის ფასილიტატორ ელჩებს, რათა მათთან ერთად განიხილოს, რა შეიძლება იყოს პრეზიდენტის ჩართულობა ამ დიალოგის განახლებისათვის", - პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.