პოლიტიკა
საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე სამი კანდიდატი იყრის კენჭს. როგორც ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, კანდიდატების მიერ დოკუმენტების წარდგენის ვადა 11 თებერვალს ამოიწურა.
ე.წ. ცესკოში დოკუმენტები წარადგინეს: ოპოზიციის ლიდერმ, ასლან ბჟანიამ, ე.წ. ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის დე-ფაქტო მინისტრმა ადგურ არძინბამ და ე.წ. შსს-ს ყოფილმა ხელმძღვანელმა ლეონიდ ძაფშბამ.
ე.წ. ცესკოში დოკუმენტები არ წარუდგენია რაულ ხაჯიმბას, რომელმაც დე-ფაქტო პრეზიდენტის პოსტი საპროტესტო გამოსვლების ფონზე დატოვა.
რეგიონში ე.წ. არჩევნები 22 მარტს არის დაგეგმილი. აფხაზეთში ე.წ. განმეორებითი არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ე.წ. უზენაესმა სასამართლომ 8 სექტემბერს გამართული „არჩევნების“ მეორე ტურის შედეგები გააუქმა.