პოლიტიკა
პოლონეთში უკრაინიდან, რუსეთსა და ბელარუსიდან ჩასული სტუმრები იმის გამო ცემეს, რომ ისინი რუსულად ლაპარაკობდნენ

 საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. ინიცდენტი ქალაქ ტორუნში მოხდა. გვიან ღამით უცნობი პირები შეძახილებით „პოლონეთი - პოლონელებისთვის“ თავს დაესხნენ 5-კაციან ჯგუფს, რომელთა შორის, ადგილობრივების გარდა, უცხოელებიც იყვნენ. „ისინი სინდისის ქენჯნას სულაც არ განიცდიდნენ იმის გამო, რომ ახალგაზრდა ქალს დაარტყეს. ჩემს კოლეგას, პოლონელ რეპატრიანტს ქალის ძვალი აქვს გატეხილი, თუმცა, საბედნიეროდ, ტრავმა არცთუ სერიოზული აღმოჩნდა“, - დაწერა ფეისბუქზე ერთ-ერთმა დაზარალებულმა, რომელიც ტორუნის მკვიდრია.

მისი თქმით, ხალხს ქუჩაში არც უცდია უცხოელებისთვის დახმარების აღმოჩენა და თავდამსხმელთა შეჩერება. „სხვადასხვა ქვეყანაში ვყოფილვარ. რუსეთსა, უკრაინასა თუ ჩინეთში - ყველგან პატივისცემით მეპყრობოდნენ და შემეძლო სხვა ადამიანების დახმარების იმედიც მქონოდა“, - ნათქვამია დაზარალებულის პოსტში. მან დასძინა, რომ შევიწროებისა და თავდასხმის მსგავსი შემთხვევები ნაციონალურ ნიადაგზე ბოლო ხანს გახშირდა. მამაკაცმა დაწერა, რომ ამის შემდეგ არ ესმის, როგორ უნდა მიიწვიოს პოლონეთში თავისი მეგობრები სხვა ქვეყნებიდან.