პოლიტიკა
კინზინგერი უგულავას დაკავებაზე - სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის

 საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის,- ასე გამოეხმაურა კონგრესმენი ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას დაკავებას.

კონგრესმენის განცხადებით, მსუბუქი ნათქვამი იქნება შეფასება, რომ ეს ფაქტი შემაშფოთებელია.

ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა დღეს დააპატიმრეს და ძველი დანაშაულისთვის, რომელიც მას უკვე მოხდილი აქვს, 38 თვე მიუსაჯეს. შეფასება, რომ ეს შემაშფოთებელია, მსუბუქი ნათქვამი იქნება. სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის“, - განაცხადა ადამ კინზინგერმა.