აქტუალური
გავაგრძელებთ დიალოგს სხვადასხვა მხარესთან, რომ გავიგოთ როგორია ვითარება - კარლ ჰარცელი

 საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. ჩვენ გავაგრძელებთ დისკუსიას, რომ ვნახოთ, თუ როგორ უნდა წავიდეთ წინ - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როგორ შეიძლება გაგრძელდეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების პროცესი , „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას მიმართ უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.

ელჩის თქმით, აღნიშნული შეფასების გაკეთება მისთვის ჯერ ადრეა.

ჩემთვის ძალიან ადრეა ამ შეფასების გაკეთება. მე მოვისმინე განცხადება, ასევე მქონდა შესაძლებლობა, რომ ოპოზიციის ზოგიერთ ლიდერს გავსაუბრებოდი ამ საღამოს და ჩვენ გავაგრძელებთ აღნიშნულ დისკუსიას, რომ ვნახოთ, თუ როგორ უნდა წავიდეთ წინ. ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს სხვადასხვა მხარესთან, რომ გავიგოთ როგორია ვითარება“,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.