საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილის საქმეა, რა მოძრაობას ქმნის და რა კონტექსტში ჩაეწერება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, დღეს მთელ ოპოზიციურ სპექტრს აქვს ძალიან მკაფიო ამოცანა, ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს, რომ ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდეს.
„ჩვენ უნდა მოვიშოროთ ეს პოლიტიკური ჭირი, რასაც ივანიშვილის რეჟიმი ჰქვია. ამ პროცესში ჩვენ გვაქვს კარგი კოორდინაცია, მე ვიტყოდი უახლესი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო. „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ხდება ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ძალების ძალიან საქმიანად ურთიერთობა და ეს ფორმატი გაგრძელდება „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში. ვისაც რა უნდა, ის ქნას. ივანიშვილის პროპაგანდა შეეცდება და გამოყენებას ნებისმიერი აქტივობის სააკაშვილის მხრიდან იმის წარმოსაჩენად, თითქოს არჩევნებზე საზოგადოება აირჩევს ორ პოლიტიკურ ძალას შორის. ეს ასე არ არის და ამას ვეღარ წარმოაჩენს ასე. პოლიტიკურ პარტიებს შორის თამაშის წესებზე შეთანხმების ფორმატი არის „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში და ვერანაირ მიზესს ვერ ვხედავ, რატომ უნდა შეიცვალოს ეს. ვინმეს წინააღმდეგ კი არ ვარ, უბრალოდ ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პირველი მარტიდან „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ ბაზაზე საკუთარი შტაბის გახსნას გეგმავს.