სამართალი
რამდენი უცხოელი გააძევეს საქართველოდან 2019 წელს

 საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. 2019 წელს სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოდან გაძევებულია 104 უცხო ქვეყნის მოქალაქე, ნათქვამია საქართველოს შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ მასალებში.

გაძევებულებს შორის ყველაზე მეტია აზერბაიჯანის მოქალაქე (32), შემდეგ არიან თურქეთის მოქალაქეები (11), ირანის (11) და ინდოეთის (8).

შსს-ს ასევე მოჰყავს იმ უცხოელთა სტატისტიკა, რომლებმაც საქართველოში თავშესაფარი მოითხოვეს. ასე, მაგალითად, გასულ წელს ხელისუფლებას თავშესაფრის თხოვნით 1,2 ათასზე მეტმა უცხოელმა მიმართა.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში ლტოლვილის სტატუსი საქართველოში მიიღო ეგვიპტეს 18-მა მოქალაქემ, ავღანეთის 8 მოქალაქემ, რუსეთის ექვსმა მოქალაქემ, კონგოს ოთხმა მოქალაქემ, ტაჯიკეთის ერთმა და ერაყის ერთმა მოქალაქემ.

საქართველოს ხელისუფლებამ ჰუმანიტარული სტატუსი მიანიჭა იემენის 22 მოქალაქეს, ერაყის 5 მოქალაქეს, სირიის ორ მოქალაქეს, უკრაინის ერთ მოქალაქეს და დაუდგენელი მოქალაქეობის მქონე სამ პირს.