უცხოეთი
აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა

 საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმიაზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. ამ დროისთვის, როგორც ცნობილია, არჩევნებმა სერიოზული დარღვევების გარეშე ჩაიარა. რამდენიმე წუთში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სპეციალური ბრიფინგი გაიმართება, სადაც შედეგებს შეაჯამებენ.

ცნობისთვის, აზერბაიჯანში მოსახლეობამ ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს – “მილი მეჯლისის” 125 დეპუტატი უნდა აირჩიოს. აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვაზახინ პაჰანოვის თქმით, დეპუტატის მანდატისთვის 1314 კანდიდატი იბრძვის, აქედან 305 უპარტიოა.

kvira.ge