საზოგადოება
„მტრები თქვენ ხართ, პუტინი კი არა!“- ზუგდიდელმა ქალებმა სააკაშვილის ტელეარხის კორესპონდენტი გააგდეს - საქინფორმი

 საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. გასულ შაბათს, ტელეკომპანია მთვარმა არხმა” აჩვენა რეიდი, რომელიც ზუგდიდში მოეწყო. ტელეარხი მთვარი არის“ გადამღები ჯგუფი, რომელიც, სააკაშვილისა და გაერთიანებული ოპოზიციის მთავარი იდეოლოგიური იარაღია და მთელ თავის საეთერო დროს რუსეთისა და საქართველოს მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ „შავ პიარს“ უთმობს, ზუგდიდისკენ გაქანდა, როდესაც შეიტყო, რომ იქ ქუჩის მოვაჭრე ქალები მალულად ყიდიან სიგარეტს, რომელიც მცირე კონტრაბანდისტულ პარტიებად შემოდის აფხაზეთიდან.

ინფორმაციუცხოელი მკითხველისთვის: ქუჩის მოვაჭრეები ზუგდიდსა და მთელსამეგრელოს რეგიონში ღირსეულქალები არიან, რომლებიც ქუჩის ვაჭრობით არიან დაკავებული არა კარგი ცხოვრებისგან, არამედ საკუთარი თავისდა შვილების გამოსაკვებად სიცხესა და სიცივეში ნაშოვნი კაპიკებით. ხოლო წინსაფრის ქვეშ დამალული უაქციზო სიგარეტით, რომელსაც ცალობით ყიდიან, სულაც არ სურთ საქართველოს ეკონომიკისთვის ძირის გამოთხრა. უბრალოდ მას შემდეგ, რაც საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, საქართველოში სიგარეტი, ევროპული სტანდარტების შესაბამისად, ორნახევარჯერ გაძვირდა და კვლავაც გაძვირდება, სანამ თითო კოლოფის ფასი 5 დოლარს მიაღწევს.

გაძვირებულმა აქციზებმა, რამაც გავლენა მოახდინა ბენზინის, მანქანების განბაჟების, ალკოჰოლური სასმელებისდა ყველაფერდანარჩენის ფასზე, მტკივნეულად დაარტყა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ისედაც მწირ ოჯახურ ბიუჯეტს. არა, მოწევა არ შეუმცირებიათ, უბრალოდ, საქართველოს გაჭირვებულმა მოქალაქეებმა იატაკქვეშ დაიწყეს ჯანმრთელობისთის საზიანო უცნობი წარმოშობის ასაწონი თამბაქოს შეძენა, ხოლო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე რეგიონებში, კონტრაბანდული სიგარეტის ყიდვა აფხაზური აქციზური მარკებით, ან საერთოდ მათ გარეშე, რაც გაცილებით იაფია.

რატომ ვაჭრობკონტრაბანდულსიგარეტით, არ იცით, რომ ეს კანონდარღვევაა?!” -  დაჟინებით ეკითხებოდა კორესპოდენტი, რომელიც თავხედურად აფათურებდა ხელს იმიტირებული დახლების - მანდარინის ყუთების ქვეშ და იქიდან სიგარეტის კოლოფებს იღებდა. ქუჩის მოვაჭრეები შეეცადნენ არ შესულიყვნენ კონტაქტში, ზურგს აქცევდნენ, მაგრამ სააკაშვილის ტელევიზიის კორესპოდენტი არ ცხრებოდა - მეორე მხრიდან უვლიდა და უბედურ ქალებს მიკროფონს პირდაპირ პირში სჩრიდა ტიტინით: საან გაქვთ ეს სიგარეტი, ვინ გაბარებს, ვინ გამარეგებს, ვინ აწვდით?!”.

წონასწორობიდან გამოყვანილმა, ჩვეულებრივ თავშეკავებულმა მეგრელმა ქალებმა ბოლოსდაბოლოს ვერ გაუძლეს: ვინ გვაწვდის და პუტინი, დიახ, პუტინი! პუტინი გვაწვდის! პუტინს იცნობთ?! ”- უპასუხეს მათ.

და თქვენ იცით, რომ პუტინი მტერია?” - წამოიძახა ჟურნალისტმა, რაზეც გამყიდვლისგან შემდეგი პასუხი მიიღო: რატომ არის ის მტერი?! მტრები ხართ თქვენ, ქართველები, მთელი საქართველოსი! პუტინი რატომ არის მტერი?(სრული სიუჟეტი იხილეთ ვიდეოში მე-15 წუთსა და 55 წამიდან).

საქინფორმი