საზოგადოება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს წარმომადგენლებთან ამიერკავკასიაში არსებული ვითარება განიხილა

 საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს წარმომადგენლებთან ისაუბრა სიტუაციაზე კავკასიაში, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუდენკოსთან კონსულტაციებში მონაწილეობა მიიღეს სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტოივო კლაარმ, გაეროს წარმომადგენელმა ჯიჰან სულთანოღლუმ და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიის საკითხებში რუდოლფ მიხალკმ.

"მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საინტერესო მოსაზრებები რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჟენევის დისკუსიის ფარგლებში ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ მოლაპარაკებების კონტექსტში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ვითარებას საქართველო-სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო რეგიონში”, - ნათქვამია რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გაკეთებულ კომენტარში.