სამართალი
მშენებარე კორპუსიდან ორი ადამიანი გადმოვარდა, ერთი დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს

 საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. მეტროსადგურ „გოცირიძეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე საფასადე სამუშაოების შესრულებისას კორპურიდან ორი მუშა გადმოვარდა. ერთი მათგანი გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც შსს-ში განაცხადეს, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.