სამართალი
ერთ-ერთმა ფსიქიკურად დაავადებულმა, მარტყოფის მონასტერს შეფარებულმა ადამიანმა მოკლა მეორე და გაიქცა მონასტრიდან - ანდრია ჯაღმაიძე

 საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მარტყოფის ღვთაების მონასტერში მომხდარ მკვლელობას ეხმაურება.

როგორც ეპარქიიდან შეგვატყობინეს, მარტყოფის ღვთაების მონასტერში მოხდა მკვლელობა. მონასტერს შეფარებული ჰყავს უსახლკაროები და სხვადასხვა სოციალური თუ სამედიცინო პრობლემების მქონე ადამიანები. როგორც აგვიხსნეს, ერთ-ერთმა ფსიქიკურად დაავადებულმა, მონასტერს შეფარებულმა ადამიანმა მოკლა მეორე და გაიქცა მონასტრიდან“, - წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ მარტყოფში, ღვთაების მონასტერში მკვლელობა ცოტა ხნის წინ მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ყელის არეში აღენიშნება. გარდაცვლილი კელიაში ნახეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.