სამართალი
სომხეთში საქართველოს ელჩის ავტომობილის ძარცვაში ეჭვმიტანილი დააკავეს

 საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. სომხეთის პოლიციამ ოპერაცია „გენაცვალეს“ ფარგლებში, საქართველოს ელჩის ავტომობილის ძარცვაში ეჭვმიტანილი დააკავა. დაკავებულია 22 წლის მამაკაცი.

როგორც გამოცემა „ნიუს ამი“ წერს, სომხეთში საქართველოს საელჩოზე რეგისტრირებულ მანქანას ერევანში, თუმანიანის ქუჩაზე სარკეები მოპარეს. „მერსედესის“ მარკის მანქანა საქართველოს ელჩს ემსახურება.