აქტუალური
სტამბოლში შეიარაღებული დაჯგუფების წევრები დააკავეს

 საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. სტამბოლში დააკავეს შეიარაღებული დაჯგუფების წევრები, რომლებიც „კანონიერი ქურდის“ ნადირ სალიფოვის, იგივე „ლოტი გულის“ ლიკვიდაციას გეგმავდნენ. დაკავებულთა შორის არის ქართველი „კანონიერი ქურდი“ გურამ ჩიხლაძე, რომელსაც კრიმინალურ წრეებში „კვეჟოვიჩის“ სახელით იცნობენ. სამართალდამცველების ცნობით, დაჯგუფებას სწორედ გურამ ჩიხლაძე ხელმძღვანელობდა.

სპეცოპერაციის კადრებს აზერბაიჯანული გამოცემა vesti.az ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაკავებულთა შორის 3 უკრაინელი, 8 აზერბაიჯანელი, 4 ქართველი და 1 რუსეთის მოქალაქეა.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის აგვისტოში თავდასხმა მოხდა თავად გურამ ჩიხლაძეზეც, რაშიც ის სწორედ ნადირ სალიფოვს ადანაშაულებდა.