საზოგადოება
საქართველოს პირველ არხზე გადაცემა „ტაიმაუტს“ ხუთშაბათობით ვლადიმერ გუცაევი წაიყვანს

 საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პირველ არხზე გადაცემა „ტაიმაუტს“ ყოველ ხუთშაბათს ქართული ფეხბურთის ლეგენდა ვლადიმერ გუცაევი წაიყვანს.

გადაცემაში, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ქართული და უცხოური ფეხბურთის ამბებს მიმოიხილავენ.

ვლადიმერ გუცაევი გადაცემას 6 თებერვლიდან, 12:30 საათზე ხუთშაბათობით გაუძღვება.