პოლიტიკა
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა

bildt_carlსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს 30-31 მარტს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი ეწვევა. „როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ამ სახელმწიფოსთან განსაკუთრებულად თბილი ურთიერთობები გვაქვს, მათი მხრიდან მხარდაჭერა ყოველთვის ძლიერი იყო და იმედი გვაქვს, სწორედ ამ ჭრილში გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობები“, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ.

ვიზიტის ფარგლებში კარლ ბილდტი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს, იუსტიციის მინისტრსა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს.