საზოგადოება
პატრიარქმა კირილემ რუსეთის კონსტიტუციაში ღმერთის ხსენების წინადადება წამოაყენა

 საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. რუსული მედია ავრცელებს პატრიარქ კირილეს წინადადებას, შეიტანონ ღვთის ხსენება რუსეთის კონსტიტუციაში. მან მოუწოდა ლოცვისა და შრომისკენ, რათა ჩვენძირითად კანონ მოხსენიებული იყოს ღმერთი. იმიტომ, რომ რუსეთის მოქალაქეების უმეტესობაღმერთს სწამს”,- თქვა კირილემ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლაპარაკობდა არა მხოლოდ მართლმადიდებლებზე. კირილე თვლის, რომ ღმერთისადმი რწმენა არის ამაღლებული იდეა, რომელიც აყალიბებს პიროვნულ, სოციალურ და პოლიტიკურ ზნეობას. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა შესთავაზა დისკუსიის დაწყება ასეთი ცვლილების საჭიროების შესახებ.