საზოგადოება
კელი დეგნანმა დავით ზალკალიანსა და სალომე ზურაბიშვილს რწმუნებათა სიგელები წარუდგინა

 საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საელჩო ავრცელებს.

ელჩ კელი დეგნანს პატივი ხვდა, რწმუნებათა სიგელი წარედგინა საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანისა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის.

დღეიდან ელჩი დეგნანი ოფიციალურად შეუდგება საქართველოში შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელზე დაკისრებული უფლებამოსილების შესრულებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

აშშ-ის ახალი ელჩი კელი დეგნანი საქართველოში 29 იანვარს ჩამოვიდა. თეთრმა სახლმა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი სექტემბერში წარადგინა, სენატმა კი, დეკემბერში დაამტკიცა. კელი დეგნანმა ფიცი მიმდინარე წლის 17 იანვარს დადო. ფიცის დადების ცერემონია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა.