აქტუალური
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში ახსნა-განმარტებებით მიფრინავს

 საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 4-7 თებერვალს ვაშინგტონს ეწვევა.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მიწვევით მონაწილეობას მიიღებს რელიგიის თავისუფლების კოალიციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.

ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში, ასევე ექსპერტულ წრეებთან.