უცხოეთი
მაიკ პომპეო - აშშ მზადაა ბელარუსი ენერგორესურსებით სრულად მოამარაგოს

 საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, აშშ მზადაა ბელარუსისთვის ენერგორესურსების მიწოდება სრულად უზრუნველყოს. ბელარუსის მედიის ცნობით, ამის შესახებ ამერიკელმა მაღალჩინოსანმა მინსკში ვიზიტის დროს განაცხადა.

„ჩვენი ენერგორესურსების მწარმოებლები მზად არიან, 100 პროცენტი ნავთობის მოგაწოდონ კონკურენტულ ფასებში“, - განაცხადა პომპეომ ბელარუსის პრეზიდენტ, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ.

როგორც მედია წერს, ეს ბოლო 24 წლის მანძილზე ეს პირველი ოფიციალური ვიზიტია, რომელიც აშშ-ის მაღალჩინიოსანმა ქვეყანაში განახორციელა.

interpressnews.ge