აქტუალური
ქართულ ბაზარზე ვერცხლის დეფიციტია

silverროგორც თბილისის უმსხვილეს ოქროს სავაჭრო ცენტრებში აცხადებენ, ქართულ ბაზარზე ვერცხლის დეფიციტია. „თბილისის საოქრომჭედლო სალონის“ ინფორმაციით, დეფიციტის გამო ბოლო დღეებში ვერცხლის ფასი 10 თეთრით გაიზარდა და ერთი გრამი 1,50 ლარი ღირს. რაც შეეხება ოქროს, მსოფლიო ბაზარზე ამ ძვირფასი ლითონის გაძვირების მიუხედავად, საქართველოში ფასები სტაბილურია.

მსგავსი შინაარსის განცხადებას აკეთებენ სავაჭრო სახლ „მაგიში“. მათი განმარტებით, საერთაშორისო ტენდენციები ქართულ ბაზარზე მოგვიანებით აისახება. ამასთან, დღეს ოქროს ნაკეთობებზე მოთხოვნა დაბალია და მომწოდებელი ცდილობს, დაბალი ფასი შეინარჩუნოს. დღეისთვის ქართულ ბაზარზე 585 სინჯის ოქრო 42 ლარი ღირს, ხოლო ბაჯაღლო – 75 ლარი. გასული კვირის ბოლოს საერთაშორისო ბირჟებზე ოქროს ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და უნციაზე 1447 დოლარს გადააჭარბა. ვერცხლის ღირებულებამ 38,16 დოლარი შეადგინა.