აქტუალური
პარლამენტი მორიგი საბიუჯეტო ცვლილებების განხილვას იწყებს. ცვლილებების თანახმად, საბიუჯეტო შემოსავლები 350 მლნ ლარით იზრდება. დეპუტატები განიხილავენ, თუ სად დაიხარჯება აღნიშნული თანხა. მათი განცხადებით, ეს თანხები პენსიის მომატებას მოხმარდება.
ცვლილებების შემდეგ შემცირდება საბიუჯეტო დეფიციტიც – 4,3 პროცენტიდან 3,7 პროცენტამდე.
სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას უკავშირდება.„მთავრობას მიაჩნია, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევა რამდენიმე მიმართულებითაა შესაძლებელია , კერძოდ, საბიუჯეტო დეფიციტი შემცირდება და დღეს თუ მთელ შიდა პროდუქტთან მიმართებაში არის 4.3%, ეს მაჩვენებელი 3.7%-მდე შემცირდება, შესაბამისად, საგარეო ვალდებულებების რეფინანსირება უნდა მოხდეს, რომლის გადახდაც საქართველოს 2013 წლიდან მოუწევს“, – აღნიშნა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა.