პოლიტიკა
ასლან ბჟანია აფხაზეთის პრეზიდენტად კენჭს იყრის - ТАСС

 საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. აფხაზეთის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტარმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ 22 მარტს დანიშნულ აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

დიახ, მე ვაპირებ კენჭი ვიყარო პრეზიდენტობის კანდიდატად 22 მარტის არჩევნებში. საქმის ვითარებმოითხოვს, რომ საუკეთესო, ჭკვიანი და პატიოსანი, და არა ქურდბაცაცები გაერთიანდნენ გუნდში, რომელსაც მე ჩავუდგები სათავეში”, - თქვა ბჟანიამ ორშაბათს აფხაზეთის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში.

ვითარების კომენტირებისას, როდესაც 2019 წლის აპრილში იგი მძიმე მდგომარეობაში ჰოსპიტალიზებული იყო ბუიანოვის სახელობის მოსკოვის კლინიკაში, ოპოზიციონერმა განაცხადა, რომ ის მოწამლეს. "ადგილი ჰქონდა არაერთგზის გარეგან ტოქსიკურ ზემოქმედებას. ტოქსიკური მუხტის ტიპი - დიმეთილვერცხლისწყალი. არსებობს მიუნხენისდა ვარშავის ლაბორატორიების დასკვნები. ჩემი ჰოსპიტალიზაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მავე სიმპტომებით დაცვის ორი ოფიცერი მოათავსეს საავადმყოფოში, თუმცა დოზა მათ შემთხვევაში უფრო მცირე იყო", - თქვა პოლიტიკოსმა.

ბჟანია ვარაუდობს, რომ შესაძლოა მტრები ჰყოლოდა პროფესიული საქმიანობის გამო, მან გამოძიებასთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა, თუ გენპროკურატურას ამ ფაქტის გამოძიებ სურს.

ასლან ბჟანია 57 წლისაა, იგი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც თავისი მონაწილეობის შესახებ გამოაცხადა 2019 წლის ივლისში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა 2019 წლის აპრილში იგი მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს ბუიანოვის სახელობის მოსკოვის კლინიკაში. პოლიტიკოსის ახლობლები და მეგობრები ამტკიცებდნენ, რომ ბჟანია მოწამლეს, პარლამენტის სპიკერი ვალერი კვარჩია, მაისში ოპოზიციის მიტინგების დროს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების გადადებაითხოვდა, სამედიცინო მონაცემებზე დაყრდნობით, გამორიცხავდა მოწამვლის შესაძლებლობას. არჩევნები 2019 წლის ივლისიდან, პრეზიდენტ რაულ ხაიმბასთან შეთანხმებით, აგვისტოსთვის გადაიდო და ბჟანია პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა, თუმცა შემდგომში გამოეთიშა საარჩევნო რბოლას მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გაჭიანურებული მკურნალობის გამო.

აფხაზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები 22 მარტს დანიშნა უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მოსამართლეთა საკასაციო კოლეგიის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელმაც ძალადაკარგულად ცნო რესპუბლიკის მეთაურის 2019 წლის 8 სექტემბრის არჩევნების შედეგები.

22 იანვარს დაიწყო საინიციატივო ჯგუფებისა და პარტიების რეგისტრაცია, სევე საპრეზიდენტო კანდიდატების წამოყენება, თუმცა ჯერჯერობით ცესკოში დარეგისტრირებულია მხოლოდ პარტია „აკზაარა“ (ერთობა“), რომელსაც შინაგან საქმეთა ექსმინისტრი ლეონიდ ძაფშბა ხელმძღვანელობს.

ТАСС