27 იანვარი, ბაქო, Trend. ”პრეზიდენტი ილჰამ ალიევი პრაგმატიკოსია, რომელიც აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკაში არ იზიარებს სპორტულ პრინციპს ”მთავარი გამარჯვება კი არა, მონაწილეობაა”, - ამის შესახებ Trend– ს ქართველმა პოლიტოლოგმა არნო ხიდირბეგიშვილმა განუცხადა.
ექსპერტმა აღნიშნა, რომ წინასაახალწლო ინტერვიუში აზერბაიჯანულ და რუსულ მედიასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი არ მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კავშირებში მხოლოდ იმისთვის, რომ ვინმეს მოეწონოს: ”აზერბაიჯანის ლიდერისთვის მთავარი კრიტერიუმია პრაქტიკული სარგებელი, რომლის მიღებაც ნებისმიერი პროექტიდან შეიძლება აზერბაიჯანელი ხალხისთვის. ამიტომ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის მონაწილეობა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში კონკრეტული მიზნებით იყო ნაკარნახევი, რომელთა მიღწევასაც აპირებს საქმიანი შეხვედრებისას 45 სახელმწიფოს ზოგიერთ მეთაურსა და მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელებთან”.
მისი თქმით, აზერბაიჯანი ფორუმის მონაწილეთა უმეტესობის დიდ ინტერესს იწვევდა მრავალი გასაგები მიზეზის გამო: ”საქმე ისაა, რომ იმ პოლიტიკური და ეკონომიკური სტაგნაციის ფონზე, რომელშიც დღეს იმყოფება სომხეთი, ასევე საქართველოში პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე, აზერბაიჯანი რეგიონსა და მის მიღმაც უდავო ლიდერი გახდა. ამაში მთავარი როლი შეასრულა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის წყალობით მიღწეულმა სტაბილურობამ. მან შექმნა ეროვნული სახელმწიფოს თანამედროვე მოდელი, რომელიც სრულად არის ორიენტირებული საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობაზე. და, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი როლი შეასრულა აზერბაიჯანის მონაწილეობამ ტრანსკონტინენტურ მაგისტრალურ მილსადენებში, კასპიის ნავთობისა და გაზის საგანძურმა, გასასვლელმა შავ ზღვაზე, ბაქო-თბილისი-ყარსის ახალმა რკინიგზამ და ერთდროულმა სტრატეგიულმა პარტნიორობამ რუსეთთან, თურქეთთან, საქართველოსთან, ევროკავშირსა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებთან.
დღეს აზერბაიჯანი, რომელიც საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიული პარტნიორია, იქცა მთავარ სატრანზიტო დერეფნად აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, რითაც საქართველოს ფუნქციები იკისრა.
მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის როლი მკვეთრად გაიზარდა ნავთობის სექტორის ქვეყნებს შორის და სატვირთო ტრანსპორტირების თვალსაზრისით (საქართველოში კი შემცირდა საზღვაო პორტების როლი რუსეთთან კონფლიქტისა და უკრაინაში მომხდარი მოვლენების გამო), პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უფრო შორს წავიდა, არ დაემსგავსა OPEC-ის ქვეყნებს, რომლებიც მხოლოდ თავიანთი ბუნებრივი სიმდიდრეების ექსპლუატაციას ახდენენ. ეს დაადასტურა ილჰამ ალიევის შეხვედრებმა დავოსში - ინოვაციური ტექნოლოგიები, საბანკო სექტორი, ინვესტიციები სოციალურ, ეკონომიკურ, დემოგრაფიულ, კლიმატურ, სამრეწველო და ტექნოლოგიურ პროექტებში და მრავალი სხვა, თანამედროვე აზერბაიჯანის მეთაურის პრიორიტეტებს შორისაა”.
არნო ხიდირბეგიშვილი თვლის, რომ აზერბაიჯანი ურთიერთინტერესს აღძრავს გასაგები მიზეზებით - ეს არის თვითკმარი ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებლად წყვეტს ყველა თავის საკითხს, ვაშინგტონსა ან მოსკოვთან წინასწარ შეუთანხმებლად: ”აქედან ყალიბდება აზერბაიჯანის პოლიტიკური სტატუსიც - ქვეყნისა, რომელიც დღეს მსოფლიოს ქვეყნების უმაღლეს რეგისტრში შედის. ”არც ევროპა, არც ამერიკა და არც ასეთ შემთხვევებში ფრთხილი რუსეთი არ აძლევენ თავს აზერბაიჯანის კრიტიკის უფლებას და ეს პრეზიდენტ ილჰამ ალიევის, როგორც თავისი ქვეყნის სახელმწიფო მოღვაწისა და ლიდერის დიდი გამარჯვებაა”, - დასძინა ქართველმა ექსპერტმა.
ჰუსეინ საფაროვი, იუსიფ აგაევი