აქტუალური
ნებისმიერი გაუგებრობა, რომელიც შესაძლოა, არსებობდეს კონგრესმენებსა და ჩვენს შორის, უნდა იყოს განხილული დიალოგის მეშვეობით - ირაკლი ღარიბაშვილი

 საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. ნებისმიერი კითხვა და საკითხი თუ იქნება ეს გაუგებრობა, რომელიც შესაძლოა, არსებობდეს ცალკეულ კონგრესმენებსა და ჩვენს შორის, უნდა იქნას განხილული არა წერილების, არამედ პირისპირ დიალოგის მეშვეობით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონგერსმენების წერილების საპასუხოდ განუცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერი კითხვა და წუხილი დიალოგის რეჟიმში უნდა განიხილებოდეს.

ჩვენ ამას გავაკეთებთ. არავითარი ზედმეტი დრამატიზება ამ საკითხის არ შედის ჩვენს ინტერესებში, ჩვენი სახელმწიფოსა და ჩვენი ხალხის ინტერესებში. მინდა, ეს ყველამ კარგად იცოდეს. ზოგადად, დამოკიდებულება, რომელსაც ჩვენ ვისმენთ სხვადასხვა პოლიტიკური ოპონენტის მხრიდან, არის ნათელი დასტური იმისა, რომ მათი მთავარი საზრუნავი არ არის ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ეს არის მათი ვიწროპარტიული ინტერესების გამოხატულება. პასუხი ამ ყველაფერზე არის დღვანდელი დღე. დღვანდელი დღე არის გამოხატულება ქმედებით, საქმით ამერიკის მთავრობის, ჩვენი მთავრობის, ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის მიმართ. აი, ეს არის მთავარი. დანარჩენი თუ რაიმე კითხვა არსებობს პოლიტიკოსებს შორის, ეს ბუნებრივი პროცესია და ამას მოვაგვარებთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.