პოლიტიკა
თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერდა ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების თემას, თუმცა გერმანია და საფრანგეთი ამ ნაბიჯის გადადგმას რუსეთის უკმაყოფილების შიშით ვერ ბედავენ - მევლუთ ჩავუშოღლუ

 საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერდა ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების თემას, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ გერმანულ გამოცემა „ბილდთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, საქართველოსთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ევროპის ქვეყნები ვერ იღებენ.

თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერდა ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების თემას, თუმცა გერმანია და საფრანგეთი ამ ნაბიჯის გადადგმას რუსეთის უკმაყოფილების შიშით ვერ ბედავენ“, – აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ინტერვიუში.