პოლიტიკა
გლობალიზაციის პრობლემების ცენტრის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჭაჭია Sputnik სამხრეთ ოსეთთან კომენტარს აკეთებს ქეთევან ციხელაშვილის განცხადებაზე

 საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზოგადოებასთან დიალოგის დასაწყებად მზად არის, განაცხადა საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.

ასე უპასუხა მან აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერის ასლან ბჟანიას ინიციატივას, რომელმაც მხარი დაუჭირა სოხუმსა და თბილისს შორის ეკონომიკურ სფეროში დიალოგს. მისი თქმით, პირველ რიგში, მხარეებს ნდობის აღდგენა სჭირდებათ, იუწყება რია ნოვოსტი.

ჩვენ ძალიან დიდი ხანინაბიჯებს ვდგამთ და დღესაც ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გავაფართოოთ დიალოგი აფხაზეთისა და ოსეთის საზოგადოებასთან. ჩვენი პოლიტიკისა და სამშვიდობო ინიციატივის - ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენმთავარ მიზანს წარმოადგენს დიალოგი, თანამშრომლობა საერთო ინტერესების გარშემო. მათ შორისა, რა თქმა უნდა, ისეთი სფეროები, როგორიცაა ეკონომიკა და სავაჭრო ურთიერთობები”, - განაცხადა ციხელაშვილმა.

მოძმე ხალხებთან დიალოგისთვის ყოველთვის მზად უნდა იყოთ. დიალოგი დიდი ხნის წინ უნდა დაწყებულიყო. სხვათა შორის, ასეთი წინადადებები არაერთხელ იქნა წამოყენებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მხრიდან. საქართველოს ხელმძღვანელობა ყოველთვის აგვიანებდა ასეთ წინადადებებზე პასუხის გაცემას ... ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ კონსტრუქციული დიალოგი შეუძლებელია მანამ, სანამ საქართველოს ხელმძღვანელობა იქნება ამერიკული კურატორების უშუალო კონტროლის ქვეშ”,- აღნიშნა ალექსანდრე ალექსანდრეს ძემ.