პოლიტიკა
ნატოს დესანტი საქართველოში - რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებების რეპეტიცია - საქინფორმი

 საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. აღმოსავლეთ ევროპაში სტარტი აიღო ნატო-ს ყველაზე ფართომასშტაბიანმა წვრთნებმა ბოლო 25 წლის განმავლობაში - ევროპის დამცველი 2020”, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 18 ქვეყნის 37 ათასი სამხედრო მოსამსახურე. რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სწრაფი მოქმედების მომზადების მიზნით, გერმანიაში, პოლონეთში, ბალტიის ქვეყნებსა და საქართველოში, რომლის ტერიტორიაზე წვრთნების ფარგლებში დაგეგმილია მასირებული საპარაშუტო დესანტის გადმოსხმა, აღჭურვილობისა და ცოცხალი ძალის რესურსების უმეტეს ნაწილს აშშ-დან გადაისვრიან. წვრთნები უფრო ხანგრძლივი იქნება, ვიდრე ოდესმე - ისინი გაგრძელდება მიმდინარე წლის ივნისამდე და რუსეთის უკიდურეს უკმაყოფილებას გამოიწვევს რიგი გასაგები მიზეზებით, ამიტომ სასურველი იქნებოდა, საქართველოთავი შეკავებინა ამ უაზრო პროვოკაციაში მონაწილეობისგან.

•  წვრთნები ექსცესების გარეშეც რომ ჩატარდეს, ისინი აიძულებს რუსეთს გაიღოს დიდი ფინანსური ხარჯები, რაც საჭირო იქნება ცოცხალი ძალისა და შეიარაღების კონცენტრირებისთვის საპასუხო დარტყმისა და სადაზვერვო საქმიანობის ჩახშობის შემთხვევაში, ნატოს გენერალური მდივნის სტოლტენბერგის ამასწინანდელი განცხადების გათვალისწინებით - რომ ნატოს გამოუჩნდა შესაძლებლობა, განახორციელოს დაზვერვა რუსეთის მთელ ტერიტორიაზე ახალი უპილოტო აპარატის - "RQ-4D Phoenix" დრონის გამოყენებით. ეს გამოდის, ჩვენო არათანმიმდევრულებო, - ეტყვის გრიგორი კარასინი ზურაბ აბაშიძეს, - ერთი მხრივ, საქართველო არსებობს რუსეთის ხარჯზე, რომელიც ლიდერობს ფულადი გზავნილებისდა ტურისტების რაოდენობით საქართველოში და პროდუქციის იმპორტისაქართველოდან, და მეორეს მხრივ, საქართველო მონაწილეობს საეჭვო ავანტიურაში, რომელიც რუსეთს აიძულებს, დიდი ხარჯები გაიღოს?! და კიდევ ყოფნით თავხედობა, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა და ვიზების გაუქმება მოითხოვოთ?!”.

•  მაშინაც კი, თუ საქართველოში დესანტის გადმოსხმისას რომელიმე ნატოელ პარაშუტისტს ქარი აფხაზეთისა ან ცხინვალისკენ არ წაიღებს, რუსეთის რეაქცია ნატოს თვითმფრინავებით, ხომალდებითა და ჯარისკაცებით გაშავებული ცის, ზღვისა და მიწის დანახვაზე, ძნელი გამოსაცნობი არ იქნება. ეს გამოდის, ჩვენო არათანმიმდევრულებო, - ეტყვის გრიგორი კარასინი ზურაბ აბაშიძეს, - ერთი მხრივ, საქართველო გვთხოვს გავლენა მოახდინოაფხაზებსა და ოსებზე, როდესაც ისინი აკავებენ ქართველებს, ხურავენ ან გადაწევენ საზღვრებსაქართველოს სიღრმეში, ასევე ითხოვს რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანას აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან და, მეორეს მხრივ, იწვევჩვენს მოწინააღმდეგეებს ავის ტერიტორიაზე, რომელიც ყველა მხრიდან გარშემორტყმულირუსეთით?! ჩრდილოეთ კავკასიიდა შავი ზღვის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მხრიდანაც? ნუთუ სერიოზულად სჯერათბილისი, რომ კრებსითი ანსამბლი "ჩვენ ნატოდან ვართ" დაეხმარება საქართველოს რუსეთისგან დაცვაში?! რა გვიშლიდა ხელს 2008 წლის აგვისტოში საქართველოს მთელს ტერიტორიაზე შემოსვლაში, როდესაც თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში ვიყავით?”.

•  მაშინაც კი, თუ ნახევარი წლის განმავლობაში მოვახერხებთ თავიდან ავიცილოთ თავაშვებული ამერიკელი ჯარისკაცების შეხლა-შემოხლა ადგილობრივ მოსახლეობასთან (მთვრალი ჩხუბი, ხულიგნობა საზოგადოებრივ ადგილებში, სექსუალური შეიწროება და ა.შ., რომელთა თავიდან აცილება ვერ მოხერხდა ვერცერთ ქვეყანაში, სადაც აშშ-სამხედრო კონტინგენტი იმყოფებოდა), არ არსებობს გარანტია, რომ გარკვეული რაოდენობის სამეხდრო მოსამსახურეები და აღჭურვილობა არ დარჩება საქართველოში ამ წლის ივნისის შემდეგაც მუდმივ საფუძველზე - ისევე როგორც ეს პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში მოხდა. მიზეზსაც უამრავს მოიყვნენ, მაგალითად - საქართველო-ნატოს ერთობლივ სასწავლო ცენტრსა და აშშ-ის საბრძოლო მომზადების ცენტრში ერთობლივი წვრთნების ჩატარება; ლუგარის ლაბორატორიის დაცვა ამერიკა-ირანის კონფლიქტის მოგვარებამდე; ან ქართული ოპოზიციის თხოვნით - მათი ხმების დასაცავად და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების უზრუნველსაყოფად. წვრთნების დასრულებიდან სულ რაღაც 3 თვის შემდეგ, ა.წ. 1 ოქტომბერს.

საქინფორმის რედაქცია