სამართალი
შსს - 2019 წელს საქართველოში ავტოავარიებში დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

 საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. 2019 წელს საქართველოს გზებზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 481 ადამიანი დაიღუპა, რაც, წინა წელთან შედარებით, 22-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

სტატისტიკური მონაცემები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

შსს-ს ინფორმაციით, გასულ წელს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაშავდა 7921 ადამიანი, 2018 წელს კი ეს მაჩვენებელი 9047 იყო.

დაშავებულთა რიცხვთან ერთად, შემცირებულია ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკაც: 2019 წელს გზებზე 5839 ავტოავარია მოხდა, 2018 წელს კი ეს მაჩვენებელი 6452 იყო.