სამართალი
ხანგრძლივი პაემანის საფასური წინასწარ უნდა გადაიხადონ

xangrdzlivi_paemani„მსჯავრდებულთა ხანგრძლივი პაემანის განხორციელების წესის“ შესახებ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანების თანახმად, ხანგრძლივი პაემანით სარგებლობა ხორციელდება მსჯავრდებულის ან სტუმრის ხარჯზე უნაღდო ანგარიშსწორებით. ასევე, ერთი ხანგრძლივი პაემანის საფასურის ოდენობა განისაზღვრება 60 ლარით, საფასურის გადახდა კი უნდა მოხდეს არაუგვიანეს დანიშნული პაემანის წინა სამუშაო დღეს.

იმ შემთხვევაში, თუ ხანგრძლივი პაემანის საფასურის გადახდის შემდეგ შეხვედრამდე მსჯავრდებულს დაეკისრება დისციპლინური ან ადმინისტრაციული სახდელი, ან პატიმარი გადაყვანილი იქნება საკარანტინო რეჟიმში, მას ხანგრძლივი პაემანი აღარ მიეცემა, ხოლო გადახდილი თანხა უნაღდო ანგარიშსწორებით დაუბრუნდება გადამხდელ პირს.

ხანგრძლივი პაემანით სარგებლობის თაობაზე პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია წერილობით უნდა იქნეს ინფორმირებული ორი კვირით ადრე.

დაწესებულების ადმინისტრაცია ხანგრძლივი პაემანის მოთხოვნაზე განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს ორი კვირისა, უზრუნველყოფს ხანგრძლივი პაემანის ორგანიზებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს უარის თქმის მოტივირებული საფუძველი, რის თაობაზეც განმცხადებელს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს 10 დღის ვადაში.