თბილისში სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა ისევ ძვირდება
1 აპრილიდან დედაქალაქში მოქმედი სამარშრუტო ტაქსების ნაწილი მგზავრობის საფასურს ისევ აძვირებს. №31 სამარშრუტო ტაქსიში, რომელიც გლდანი-ნაძალადევისა და ისანი-სამგორის რაიონებს შორის მოძრაობს, მგზავრობის 50-დან 70 თეთრამდე გაძვირებაზე განცხადება უკვე გამოკრულია. ტარიფის გაზრდა სხვა სამარშრუტო ხაზებზეც იგეგმება.
ტარიფების ზრდის მიზეზად კვლავ საწვავის ღირებულების მატება სახელდება. ანალოგიური მიზეზით თვის დასაწყისში №221, №167 და №141 სამარშრუტო ხაზებზე მგზავრობის ტარიფი 50-დან 70 თეთრამდე გააძვირეს, თუმცა ერთ კვირაში ფასები ისევ შეამცირეს.