სამართალი
სოციალური ქსელები ლევან გაჩეჩილაძისა და ბადრი ბიწაძის ჩხუბის შესახებ

munich_airportსოციალურ ქსელებში დღეს გავრცელდა ცნობა, რომ „ქართული პარტიის“ თანათავმჯდომარე ლევან გაჩეჩილაძემ და ბადრი ბიწაძემ მიუნხენის საერთაშორისო აეროპორტში იჩხუბეს.

ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელ „ფეიუსბუქში“ წერს, რომ ლევან გაჩეჩილაძე და ბადრი ბიწაძე ერთმანეთს მიუნხენის აეროპორტში გადაეყარნენ და ისინი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, თუმცა ფოფხაძე არ აზუსტებს, რომელი წყაროსგან მიიღო ეს ცნობა.

გავრცელებული ინფორმაციით, მიუნხენში გაჩეჩილაძესთან ერთად კოკა გუნცაძე და ეროსი კიწმარიშვილიც იყვნენ.

ინფორმაცია პარტიის ლიდერების გერმანიაში ყოფნის შესახებ „ქართულ პარტიაში“ დაადასტურეს, თუმცა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.