უცხოეთი
სომხეთში ფერმერები საპროტესტო აქციებს მართავენ

 საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. სომხეთში ფერმერები საპროტესტო აქციებს მართავენ. ისინი მხარდამჭერებს ცენტრალური ავტომაგისტრალების გადაკეტვისკენ მოუწოდებენ.

როგორც სააგენტო „ნიუსარმაენია“ წერს, უკვე გადაკეტილია ტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე გზაზე.

აქციის მონაწილეები ერევანში, მთავრობის სახლთანაც შეიკრიბნენ. ისინი ახალ რეგულაციას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, საქონლის დაკვლა მხოლოდ სპეციალურ სასაკლაოებზე იქნება შესაძლებელი.

დემონსტრანტები აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციას რეგულაციის გაუქმებამდე გააგრძელებენ.

1tv.ge