პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: პუტინის რეფორმები

     რუსეთის მთავრობის გადადგომა საკადრო როტაცია კი არა, პუტინის დიდი ხნის ნანატრი რეფორმების დასაწყისია”

   იმისდა მიუხედავად, რომ რუსეთის ფედერაცია აერთიანებს ბევრ ერს, ის ეროვნული სახელმწიფოა. მხოლოდ ეროვნულ პრიორიტეტებს შეუძლია შეკრას მსოფლიოს ყველაზე დიდი სახელმწიფო, ესაა რუსეთის ძლიერების მთავარი წყარო და არა ბუნებრივრესურსები, ბირთვულიარაღდა სამეცნიერო მიღწევები. ყოველ ჯერზე, როდესაც რუსეთში ამას ივიწყებდნენ და მეტისმეტად ბაძავდნენ მოწინავე უცხოეთს, სახელმწიფო კარგავდა უმაღლეს რეგისტრს, რომელიც ეკავა მსოფლიოს სახელმწიფოთა შორის.

  ასეთი განსაცდელი დაატყდა თავს საქართველოს, უძველესი კულტურის მქონე ქვეყანას, რომელმაც დღეს აიტაცა დასავლურფასეულობები და გაემართა არასწორი ევროატლანტიკური გზით. აზერბაიჯანის რესპუბლიკისგან განსხვავებით, რომელიც მამა-შვილი ალიევების წყალობით შედგა როგორც ეროვნულსახელმწიფო, რომელიც ყველაფერზე აღლა თავის ეროვნულ ინტერესებაყენებს, და არა საერთაშორისო გაერთიანებებსა და სამხედრო ბლოკებში გაწევრების მისწრაფებას. სწორედ ამაში და არა ნავთობში, მდგომარეობს აზერბაიჯანის კეთილდღეობის საწინდარი.

   ნაბიჯ-ნაბიჯ მოახდინა რა გარღვევა რუსეთის საგარეო პოლიტიკაში - აქცია რა თავის პარტნიორებად ან სტრატეგიულ პარტნიორებად მსოფლიოს მნიშვნელოვანი და უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოები - თურქეთდა სირია, ლიბია და ირანი, ერაყდა ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთდა ინდოეთი, ბრაზილია და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, იაპონია და ვენესუელა, საფრანგეთი და გერმანია - პუტინმა დაიწყო რეფორმები საშინაო პოლიტიკაში, რისი გადადებაც უკვე აღარ შეიძლებოდა: ეროვნული პროექტების განხორციელება მეორე პლანზე იყო გადაწეული, პრეზიდენტის მითითებები ბიუროკრატიული ინსტანციების გავლისას იფიტებოდა და ბოლოს ვეღარ აღწევდა ეროვნულ მიზნებს. ამის შესახებ პუტინი ინფორმირებული იყო, მაგრამ ომისა და მშვიდობის პრობლემებით გადატვირთვის გამო ვერ ახერხებდა კონტროლის განხორციელებას მათ შესრულებაზე. ამრიგად, რუსეთის მთავრობის მოულოდნელი გადადგომა რუტინულ საკადრო როტაცია კი არ წარმოადგენს, არამედ პუტინის დიდი რეფორმების დასაწყისს, რასაც რუსი ხალხი დიდი ხნის განმავლობაში მისგან ელოდა.

   დაახლოებით მავემოელოდა ქართველხალხი "ქართული ოცნებისგან", რომელმაც 2012 წელს ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა" შეცვალა, მაგრამ ვერ ეღირსა ... ამიტომ, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე. ივანიშვილი შეიძლება დაბრუნდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე, შიდა პოლიტიკური ვითარების სტაბილიზებისთვის. გაბედავს თუ არა ივანიშვილი რეფორმებ განხორციელებას ეროვნული სახელმწიფოს შესაქმნელად, რომელიც მთლიანად მოერგება მისი ხალხის ინტერესებს, თუ საკადრო გადაწყვეტილებებით შემოიფარგლება? უცნობია, თუმცა, როგორც მინიმუმი, რუსეთის მთავრობის გადადგომას უახლოეს ხანებში, დიდი ალბათობით, საქართველოს მთავრობის გადადგომა მოჰყვება.

   იმისათვის, რომ რუსეთი კვლავ ეროვნულ სახელმწიფოდ იქცეს, რომელსაც შეუძლია ეროვნული ინტერესების დაცვა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, აუცილებელია ეროვნული პრიორიტეტების მკაფიოდ განსაზღვრა და ეროვნული მიზნების მიღწევა, რაც შეუძლებელია რუსეთის კონსტიტუციაში შესწორების შეტანის გარეშე, ომლებიც პრეზიდენტმა პუტინმა 15 იანვარს შესთავაზა ფედერალურ კრებას თავის ყოველწლიურ მიმართვაში. დიახ, რუსეთშეძლება არსებოს ძეხვისგარეშე, მაგრამ ვერ იარსებებს ეროვნული იდეის გარეშე, რომელიც ნაკარნახევიმისი დიდი ისტორიით და განსაზღვრავს მის მომავალს! ამის გარეშე, ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე რევოლუციური და დემოკრატიული ეკონომიკური, სოციალური და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებარუსეთში აზრი არ აქვს. რუს ხალხს, რომელმაც ლენინგრადის ბლოკადას გაუძლო, ვერ აცდუნებ „კარგი ცხოვრებით“. პირველ რიგში, რუსმა საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს საკუთარი თავი, როგორც გმირთა შთამომავლობამ, რომლებმაც ფაშიზმი დაამარცხეს.

სწორედ ამიტომ, პუტინის მიმართვაში, კონკრეტულ წინადადებებთან ერთად, რომლებიც მიმართულია მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ოჯახზე ზრუნვისკენ (ეროვნული სახელმწიფოს დასაყრდენი), განსაკუთრებული ყურადღება ექცევა დიდ სამამულო ომს (ციტატა): ჩვენ ვალდებული ვართ დავიცვათ სიმართლე გამარჯვების შესახებ! წინააღმდეგ შემთხვევაში რას ვეტყვით ჩვენს შვილებს თუ ტყუილი, გადამდები სნეულების მსგავსად, მთელ მსოფლიოში გავრცელდება?! თავხედურ სიცრუეს, ისტორიის გადაწერის მცდელობებს, ჩვენ ფაქტები უნდა დავუპირისპიროთ - რუსეთში შეიქმნება მეორე მსოფლიო ომის შესახებ საარქივო დოკუმენტების, კინო- და ფოტომასალის ყველაზე დიდი და სრულყოფილი კომპლექსი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება როგორც ჩვენი მოქალაქეების, ისე მთელი მსოფლიოსთვის. ასეთი სამუშაო - ჩვენი, როგორც გამარჯვებული ქვეყნის მოვალეობა და პასუხისმგებლობამომავალი თაობების წინაშე”.

   ბრავო, ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ! ბოლოსდაბოლოს მოეხსნება ტაბუ ამ ომში უმაღლესი მთავარსარდლის სახელს, რადგან სტალინის როლის გარეშე, სიმართლე გამარჯვების შესახებ წარმოუდგენელია!

   თუმცა თანამედროვე მსოფლიოში საკუთარი თავის, როგორც დიდი გამარჯვების შემქმნელთა მემკვიდრეების, იდენტიფიცირება მნიშვნელოვანია ასევე იმის გამოც, რომ რუსებთან ერთად, მისთვის იბრძოდა ყოფილი სსრკ-ყველა ერი. რუსეთშეძლებს კვლავ გააცნობიეროს საკუთარი თავი ეროვნულ სახელმწიფოდ, თუკი გარშემო მოახდენს უწინ სსრკ-ში შემავალი ეროვნული სახელმწიფოების ინტეგრირებას - ასე მესმის აკადემიკოსი ჭაჭიას ეროვნული საიინტეგრაციპროექტის ერთ-ერთი მთავარი პოსტულატი, რომლის შესახებაც პირველად გავიგე გასული საუკუნის ბოლოს და რომლის ალტერნატივასაც დღემდე ვერ ვხედავ.

პრაქტიკული არგუმენტი განსაკუთრებით გაბოროტებული რუსი პრაგმატიკოსებისთვის: თუ ცხოვრობ პრინციპით „სხვისი ჭირი, ღობეს - ჩხირი”), ნუ გაგიკვირდება, რომ „შენს პარმაღს“, უფრო სწორად, შენს საზღვარს მტერი მოადგა! ამიტომ, უმჯობესია, რუსეთმა მეგობრებშემოიკრიბოს საზღვრის პერიმეტრის გასწვრივ და არა "ბუფერები" (ბუფერული სახელმწიფოები), რითაც ნატოშორეულ მისადგომებზე შეაკავებს.

   პირველი წელი როდია, რაც თავის მრავალ პუბლიკაციაში, ინტერვიუსა და გამოსვლებში, მათ შორის, ყველა ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმზე ერთიანობით მიღწეული დიდი გამარჯვება”, გლობალიზაციის პრობლემების ცენტრის ხელმძღვანელი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსანდრე ჭაჭია განგაშის ზარებს სცემს ისტორიის ფალსიფიკაციის დაუშვებლობის შესახებ, რომელიც ძველი და ახალგაზრდა თაობების კავშირებრღვევაზე, ნაცისტურ გერმანიასთან - სსრკ–ის, ჰიტლერთან - სტალინის გათანაბრების საფრთხეზე მუშაობს. ათიოდე წლის წინათ ბევრ ჩვენგანს არ ესმოდა, თუ რამდენად საშიში იყო ეს, მანამ, სანამ დღეს არ მივიღეთ გმირთა საფლავებისდა ძეგლების შემრყვნელი პოლონეთი და უკრაინა, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი, - რუსული ენის მკრძალავი და ბანდერას მადიდებელი ნაციონალისტები, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ანადგურებდნენ ჩვენს თანამემამულეებს, მათ შორის პოლონელებსა და უკრაინელებს, ლიტველებს, ლატვიელებდა ესტონელებს!

   თუმცა რა უფლება მაქვს მე, ქართველსა და საქართველოს მოქალაქეს, ვინმე განვსაჯო, როდესაც საქართველოში აღებულია სტალინის ყველა ძეგლი, მათ შორის უნიკალური მის მშობლიურ გორში?! როცა საქართველოს კონსტიტუციით თანახმად, საბჭოთა სიმბოლიკა ფაშისტური სიმბოლიკის ტოლფასი და აკრძალულია?! სადაც წმინდა გიორგის ლენტისთვის სააკაშისტებს შეუძლიათ, ცემონ როგორც ადგილობრივი მკვიდრი, ისე სტუმარი?! სადაც გახსნილია საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმები, ხოლო რუსეთი გამოცხადებულია ნომერი პირველ მტრად? სადაც გამარჯვების პარკს დაარქვეს ვაკის პარკი, რომელიც ყოველ 9 მაისს იქცევა აურზაურისა და გამარჯვებისათვის დაცემულთა შეურაცხყოფის ადგილად?! მითხარით, რატომ არ აღუდგენიათ ქვაში ამოკვეთილი სიტყვები თბილისში უცნობი ჯარისკაცის საფლავთან და რატომ არ გასამართლდნენ სააკაშვილი და მისი თანამზრახველები ქუთაისში დიდი სამამულო ომის გმირების მემორიალის აფეთქებისთვის, რომელმაც, ამასთანავე, პატარა გოგონას სიცოცხლე შეიწირა?!

აი რა განუცხადა მეზობელი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 30 დეკემბერს, ტელეარხ „Россия 24“-ს ინტერვიუში, დიდი გამარჯვების 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით: ამ საკითხზე არ შეიძლება დუმილის პოლიტიკის გატარება და, როგორც ამბობენ, სათქვენოცა და საჩვენპოლიტიკის გატარებაც… იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ ისტორიის გადაწერის, ფაშისტების განდიდების, ისტორიული სიმართლის დამახინჯების საშიშ ტენდენციებს. და ამას ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. ამიტომაა, რომ დსთ-სთან თანამშრომლობის ფარგლებში, ეს საკითხი დღის წესრიგშია და სანქტ-პეტერბურგში დსთ-ის ბოლო არაფორმალურ სამიტზე ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ პუტინმა საკმაოდ დაწვრილებით ისაუბრა ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომელთაგან ბევრის შესახებ პირველად მოვისმინეთ. როდესაც მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტში ვსწავლობდი, კარგად ვსწავლობდი ისტორიას, მაშინ ეს დოკუმენტები არ იყო, მათ არ გვასწავლიდნენ და ვფიქრობ, რომ ეს იყო შეცდომა, მაგრამ, სავარაუდოდ, პოლიტიკური კორექტირების გამო. რადგან ეს დოკუმენტები ეხება ისეთ მგრძნობიარე მომენტებს, რომლებც, როგორც ჩანს, საბჭოთა ისტორიულმა მეცნიერებამ გადაწყვიტა, რომ გრიფით "საიდუმლო" ყოფილიყო. მაგრამ რუსეთის პრეზიდენტის დეტალური გამოსვლისას ისინი ყველას წარუდგინეს და მიმაჩნია, რომ ეს ბევრისთვის ძალიან დიდი სიურპრიზი იყო. კიდევ ერთხელ დავინახეთ, რაც სინამდვილეში ხდებოდა მაშინ. ამიტომ ისტორიის გადაწერაცა და ფაშიზმის ჰეროიზაციკატეგორიულად დაუშვებელია. აზერბაიჯანი დიდ პატივს მიაგებს დიდ სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნას!”.

ღმერთო, ისთვის დაისაჯე ასე ქართველები?! რატომ ჰყავს აზერბაიჯანასეთი პრეზიდენტი, და სტალინის სამშობლოს - უცხოელი ემიგრანტი, რომელიც ქედმაღლურზიზღს უყურებს საქართველოს, როგორც ჩამორჩენილ პროვინციას?! რომელმაც ახლახან დაიწყო საქართველოში სტუმრობა და მის შესახებ ნებისმიერ ტურისტზე მეტი როდი იცის, რადგან გურჯისტანზე ორიოდე წიგნი თუ წაუკითხავს და ისიც - ფრანგულად?!

   იგივე განსაცდელი რომ არ დაატყდეს თავზე რუსეთს მისი პოსტიდან წასვლის შემდეგ, პრეზიდენტმა პუტინმა წინადადება წამოაყენა, დაწესდეს მოთხოვნები რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობის პრეტენდენტ პირთათვის - რუსეთის ტერიტორიაზე არანაკლებ 25 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრების, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის არარსებობის ან სხვა სახელმწიფოში ბინადრობის ნებართვის არარსებობის შესახებ, და არა მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობის მომენტისთვის, არამედ მანამდეც”. და იგივე მოთხოვნები ”იმ პირთათვის, რომელთაც უკავიათ კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოზიციები ქვეყნის უსაფრთხოების და სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად. კერძოდ: ფედერაციის სუბიექტების ხელმძღვანელებს, ფედერაციის საბჭოს წევრებს, სახელმწიფო სათათბიროს მოადგილეებს, მთავრობის თავმჯდომარეს, მის მოადგილეებს, ფედერალურ მინისტრებს, სხვა ფედერალური ორგანოების ხელმძღვანელებს, ასევე, მოსამართლეებს არ შეიძლება ჰქონდეთ უცხო ქვეყნის მოქალაქეობა, ბინადრობის ნებართვა ან სხვა დოკუმენტი, რომელიც მათ საშუალებას აძლევს მუდმივად იცხოვრონ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე”.

   და კიდევ, რომ რუსეთს დასავლეთიდან არ ეგზავნებოდეს მკაცრი ინსტრუქციები, ეთილი რეკომენდაციების სახით; რომ მას არ ყიდდეს პოლიტიკური ელიტა და არ ძარცვავდნენ სახელმწიფო ჩინოვნიკები, რომლებიც იძენენ ვილებს დასავლეთში, რათა თანამდებობიდან გადაყენებისან მხილების შემდეგ, არ გაიქცნენ იქ და არ შეურთდნენ წინდაწინ იქ სასავლებლად გაგზავნილ თავიანთ ნაშიერებს; რათა რუსეთი არ გარყვნან აზერბაიჯანში დიდი ხნის წინ აკრძალულმა დასავლურმა ინსტიტუტებმა და არასამთავროება და რათა რუსეთი ხელახლა შედგეს, როგორც ეროვნული სახელმწიფო, პუტინი თავის მიმართვაში სთავაზობს ცვლილებებს რფ-ის კონსტიტუციაში, რომლებიც უზრუნველყოფს მის პრიორიტეტს საერთაშორისო სამართალზე (ციტატა): "საერთაშორისო კანონმდებლობისა და ხელშეკრულებების მოთხოვნები, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანოების გადაწყვეტილებები, შეიძლება მოქმედებდეს რუსეთის ტერიტორიაზე მხოლოდ იმ ნაწილში, რომელშიც შედეგად არ მოაქვთ ადამიანისა და მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა და არ ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას".

   P.S. 15 იანვარს პრეზიდენტ პუტინის მიერ ფედერალური კრებისადმი მიმართვის დღეს, აშშ-მა ხელი მოაწერა გრანდიოზულ სავაჭრო ხელშეკრულებას ჩინეთთან, და ამგვარად წერტილი დაუსვა სანქციებს. თუმცაღა ჯერ კიდევ გუშინ აშშ ჩინეთს მთავარ საფრთხეს უწოდებდა - კიდევ უფრო სახიფათოს, ვიდრე რუსეთია, რომელმაც მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ეს კი ნიშნავს, რომ აშშ-იც კი იძულებულია, ანგარიში გაუწიოს ეროვნულ სახელმწიფოებს, რომლებიც მტკიცედ იცავენ თავიანთ ეროვნულ ინტერესებს! სირია და ჩრდილოეთ კორეა, თურქეთი და რუსეთი, ახლა კი ჩინეთიც: დღეს აშშ-ს პრეზიდენტს სხვა გზა არ დარჩენია, გარდა იმისა, რომ დაკმაყოფილდეს თავდასხმისა და უკან დახევის პოლიტიკით. საქართველომ კი უნდა შეწყვიტოს ანგლოსქსების დევნა და ჩაუფიქრდეს თავის 22-საუკუნოვან ისტორიას, რომელთაგან 209 წელი რუსეთთან კავშირში ცხოვრობდა - თითქმის იმდენივე, რამდენი ხანიც აშშ არსებობს ...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2020 წლის 21 იანვარი
საქართველო, თბილისი