საზოგადოება
საქართველო და უკრაინა რუსეთს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში უჩივიან

 საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. საქართველომ და უკრაინამ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანეს. ინფორმაცია თავდაპირველად დიდი ბრიტანეთში უკრაინის საელჩომ გაავრცელა. ფაქტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც დაადასტურეს. კიევი და თბილისი მოსკოვს, აზოვის და შავ ზღვაში და ქერჩის სრუტეში უკანონო ქმედებებში ადანაშაულებენ, რომლებიც სამძებრო-სამაშველო ოპერაციებს უშლის ხელს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო სამართლის ნორმებს უხეშად არღვევს. საუბარია უკანონო ქმედებებზე ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც რუსული სამოქალაქო და სატვირთო გემები ინტენსიურად გადაადგილდებიან. საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ რუსეთის ფედერაციას მსგავსი ქმედებების შეწყვეტისკენ უნდა მოუწოდოს და შავ ზღვაში უსაფრთხო ნავიგაცია უზრუნველყონ.

რუსეთში მსგავს განცხადებებს პროვოკაციას აცხადებენ.