პოლიტიკა
ელჩი - ახალი, რიტორიკა - ძველი: საქართველოს მიერ რთულად მოპოვებული დამოუკიდებლობა რუსეთის გამო საფრთხის ქვეშ რჩება!

 საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩად შემარჩიეს. ეს არის ქვეყანა, რომელიც იზიარებს ამერიკის სიყვარულს თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ფიცის დადების ცერემონიაზე განაცხადა.

კელი დეგნანის ფიცის დადების სიტყვა საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა.

ამერიკის მსგავსად, საქართველომაც იბრძოლა დამოუკიდებლობის მისაღწევად – ეს რთულად მოპოვებული დამოუკიდებლობა რუსეთის გამო საფრთხის ქვეშ რჩება. ახლა ერთად ვიბრძვით ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, რათა დავეხმაროთ ავღანელებს, დაიცვან თავიანთი თავისუფლება და ააშენონ თავიანთი დემოკრატია.

ამერიკელთა მსგავსად, ქართველებს სურთ ბიზნესსაქმიანობის გაფართოება, სამართლიან არჩევნებში ხმის მიცემა, პასუხისმგებლიანი მედიის მოსმენა, აღმსარებლობის თავისუფლება და შვილების ისეთ ქვეყანაში გაზრდა, სადაც კანონი უზენაესია. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრ მსგავსებას ვნახავ ქართველებსა და ამერიკელებს შორის, რაც უფრო დიდხანს ვიცხოვრებ იქ“, – განცხადა კელი დეგნანმა.

მისი თქმით, ელჩად მსახური უნიკალური შესაძლებლობაა მნიშვნელოვანი საქმის გასაკეთებლად.

აშშ-ის ელჩის რანგში ჩემი მთავარი მოვალეობა ამერიკის ინტერესების ხელშეწყობა და დაცვაა, რასაც დიდი ენთუზიაზმით გავაკეთებ“, – აღნიშნამ ელჩმა.

მან აშშ-ისა და საქართველოს სამომავლო თანამშრომლობაზეც ისაუბრა.

მე, ასევე, მოწადინებული ვარ, გაგრძელდეს ამერიკის მტკიცე თანამშრომლობა საქართველოსთან, მათ შორის დემოკრატიის განვითარების, ვაჭრობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების კუთხით. ერთობლივი წვრთნებითა და სწვალებებით ჩვენ ვაძლიერებთ საქართველოს უნარს, დაიცვას საკუთარი საზღვრები. ეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისადმი ამერიკის მტკიცე ერთგულების მნიშვნელოვანი მაჩვენებელია“, – აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, აშშ-ის მხარდაჭერის პროგრამები, მათ შორის „იუესაიდის“ (USAID) ძლიერი მისია, ხელს უწყობს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას და მხარს უჭერს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას.

ჩვენი თანამშრომლობა სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს აშშ-სა და ნატო-ს ძალებთან თავსებადობის დონეს ზრდის, რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებას უწყობს ხელს და საქართველოს საკუთარი ტერიტორიის დასაცავად უკეთ ამზადებს.

თქვენ, შესაძლოა, არ იცოდეთ, რომ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია (MCC) და საქართველო 2006 წელს გაერთიანდნენ, რათა უკეთესი საგანმანათლებლო შესაძლებლობები შეექმნათ, განსაკუთრებით, ზუსტი მეცნიერებების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. საქართველო იმდენად კარგი პარტნიორი იყო, რომ MCC-მ ახლახან მეორე კომპაქტიც დაასრულა.

ჩვენი სამედიცინო ექსპერტებიც თანამშრომლობენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის აქტიური პროგრამით ინფექციურ დაავადებებთან საბრძოლველად, მათ შორისაა C ჰეპატიტის აღმოფხვრის მასშტაბური პროგრამა. და ჩვენ გვყავს მშვიდობის კორპუსის ასზე მეტი მოხალისე, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს საქართველოს სოციალურად დაუცველ საზოგადოებებთან. მეტიც, ჩემი დისშვილი, ჯინა, ერთ-ერთი მათგანი იყო“, – განაცხადა ელჩმა.

კელი დეგნანმა ფიცი უკვე დადო. ცერემონია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა. პროცესს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე დევიდ ჰეილი ესწრებოდა.