უცხოეთი
ევროკავშირი თურქეთს ფინანსურ დახმარებას უმცირებს

 საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. ევროკავშირი თურქეთისთვის ფინანსურ დახმარება ამცირებს. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის წერილზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც ჯოზეფ ბორელმა ევროპარლამენტს მისწერა.

გერმანული გამოცემის ცნობით, ფინანსური დახმარება თურქეთში რეფორმების გატარებისთვის იყო განკუთვნილი. თუმცა ოფიციალური ანკარა მანამდე გათვლილ თანხაზე 75 პროცენტით ნაკლებს მიიღებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დახმარებისთვის განკუთვნილი თანხა 168 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც 150 მილიონი ევრო დემოკრატიის განვითარებას მოხმარდება.

ევროკავშირის გადაწყვეტილება თურქეთის მიერ სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ჩატარებულ სამხედრო ოპერაციას უკავშირდება.

1tv.ge